Accessibility links

logo-print

ამომორჩეველთა ერთიანი სია და ახალი "კარდაკარები"


კახი კახიშვილი (მარჯვნივ) და ლევან ჩიკვაიძე.

კახი კახიშვილი (მარჯვნივ) და ლევან ჩიკვაიძე.

19 ივნისს საზოგადოებრივმა მოძრაობა ”ამომრჩეველთა ლიგამ” თბილისსა და ზუგდიდში დაიწყო ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმება. „ამომრჩეველთა ლიგის“ გარდა, უახლოეს მომავალში ალტერნატიულ “კარდაკარს” გეგმავს ”ქართული ოცნებაც”. საარჩევნო სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისია, თავის მხრივ, მზადაა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მიერ გამოვლენილი უზუსტობები საარჩევნო სიის საბაზისო ვარიანტში გაითვალისწინოს. კომისიის მიერ მომზადებული სიის პრეზენტაცია 1 აგვისტოსთვის იგეგმება. როგორ მიმდინარეობს საარჩევნო სიის გადამოწმების პროცესი და უზრუნველყოფს თუ არა თავად პროცესი ნდობის გაზრდას სიის მიმართ? ამ საკითხებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ”არჩევნებისა და პიარტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახი კახიშვილი და საზოგადოებრივი მოძრაობა ”ამომრჩეველთა ლიგის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

XS
SM
MD
LG