Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მევენახეთა აქციაზე დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს


კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილი (მარჯვნივ) და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი მევენახეების მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გამართულ აქციაზე. ფოტო: ick.ge
კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილი (მარჯვნივ) და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი მევენახეების მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გამართულ აქციაზე. ფოტო: ick.ge

დღეს ყურძენზე ფასის მომატების მოთხოვნით საპროტესო აქცია კვლავ გამართეს მევენახეებმა და გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელი გზაც გადაკეტეს. პოლიციამ მალევე გაანთავისუფლა გზა. მანამდე კი გურჯაანში მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ძალადობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა ადგილზე ჩასვლა და "პროვოკატორების მოშორება." დეპუტატი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ადამიანი, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მისი მიმართულებით პოლიციელთა ჯგუფიდან წავიდა. აღნიშნული პირი დააკავეს, მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG