Accessibility links

logo-print

კახეთში მევენახეთა ქუჩის აქციები დასრულდა და ახლა ხალხმრავლობაა ღვინის ქარხნებთან. რიგების გამო გლეხები უკმაყოფილონი არიან და მთავრობას საყვედურობენ. არც ფასი მოსწონთ, თუმცაამბობენ, რომ „სხვა გზა არ აქვთ“.

კახელი მევენახეების პროტესტიყურძნის ფასის გამო დასრულდა, თუმცა ახალი პრობლემა გაუჩნდათ: ღვინის კომპანიებთან არსებული რიგები. ყურძნით სავსე სატვირთო მანქანები რიგს დღეების განმავლობაში ელოდებიან. მევენახეები ამბობენ, რომსახელმწიფო ქარხნები „გრუზვინპრომი“ და „კოტეხი“ ორი დღეა მათგანყურძენს აღარ იბარებენ და მოკრეფილი ყურძენი ფუჭდება.

ერთ-ერთი მევენახე, დავით ლობჟანიძე, როგორც თავად ამბობს, ყურძნით სავსე სატვირთო მანქანით გურჯაანში ღვინის საწარმოებთან თავის რიგს 22 საათი ელოდა. როგორც მევენახე გვეუბნება,ცნობის შესაბამისად,რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასცა, მისიყურძენი „კოტეხის ღვინის ქარხანას“ უნდა მიეღო, თუმცა რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ უარი უთხრეს. ახლა მევენახე საკუთარ თანასოფლელებთან ერთად ღვინის სხვა კომპანიის კარზეა მისული.

კომპანია „კახეთის ტრადიცული ღვინოების“ტექნიკური სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ საწარმომ მუშაობა უკვე დაიწყო და ის 24 საათის განმავლობაში იღებს ყურძნის მარაგს. დავით გოგიჩაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რთველი აქტიურ ფაზაშია, ყურძენი სრულ კონდიციამდე ჯერ კიდევ არ არის მისული, რაც გარკვეულ შეფერხებებს ქმნის. გოგიჩაძის თქმით, საწარმო კარგად დამწიფებულ 1 კილოგრამ რქაწითელში, სუბსიდიის ჩათვლით, 70 თეთრს იხდის.

ღვინის კომპანიებთან არსებული რიგები ჩვეულებრივ მუშა პროცესად მიაჩნია ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს. გიორგი სამანიშვილის განცხადებით,„წელს კახთში უხვიმოსავალია, ამიტომ კერძო თუ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ კომპანიებთან რიგები იმის დასტურია, რომ ყურძენი მუშავდება“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლომონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 36 ათას ტონამდე ყურძენი, რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა კი21 მლნ ლარს მიაღწია. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60-მდეკომპანია, მათ შორისსახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 საწარმოა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG