Accessibility links

logo-print

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ყურძნის წარმოება საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს წარმოება 54 პროცენტით იყო გაზრდილი. 2013 წელს გაზრდილი იყო ღვინის ექსპორტიც, სულ 46,7 მლნ ბოთლი შეადგინა და ეს ციფრი ორჯერ აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე წელს, ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა შეამცირა მოსავალი და მისი ხარისხი. შედეგად, დაფიქსირდა ყურძნის ფასის უპრეცედენტო მატება და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, შარშანდელთან შედარებით, საფერავის ფასი 50 პროცენტით გაიზარდა და ერთ კილოგრამზე 2,35 ლარს მიაღწია. არსებობს საშიშროება, რომ ყურძნის მაღალი ფასი საბოლოოდ წარმოებული პროდუქციის ფასს გაზრდის და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას შეამცირებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის 17 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის ქარხნების მიერ ინდუსტრიულად გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. ამ ეტაპისთვის მევენახეების მიერ მიღებულმა შემოსავალმა უკვე 50 მლნ. ლარს გადააჭარბა. კახეთის რეგიონში ყურძნის მიღება-გადამუშავებას სულ 75 საწარმო ახორციელებს.

უკანასკნელი მონაცემებით, მიღებული ყურძნის ოდენობამ 73,980 ტონა შეადგინა, რაც 109 მლნ ლარის ეკვივალენტია. მიღებული ყურძნის 52 პროცენტი რქაწითელია, 44 პროცენტი - საფერავი, 2 პროცენტი - კახური მწვანე. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის 17 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის ქარხნების მიერ ინდუსტრიულად გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. ამ ეტაპისთვის მევენახეების მიერ მიღებულმა შემოსავალმა უკვე 50 მლნ. ლარს გადააჭარბა. კახეთის რეგიონში ყურძნის მიღება-გადამუშავებას სულ 75 საწარმო ახორციელებს. ნავარაუდევია, რომ, შარშანდელი 92 ათასი ტონის ნაცვლად, წელს ყურძნის მოსავალი 100 ათას ტონას გადააჭარბებს.

გვალვიანი ზაფხულისა და სეტყვების შემდეგ, დაზიანებულ ყურძენს, ისევე როგორც შარშან, სახელმწიფო საწარმოები სს „აკურა“ და შპს „გრუზვინპრომი“ ჩაიბარებენ. ჭარბი და დაბალხარისხიანი პროდუქციის მიღების გამო, აღნიშნული საწარმოები წამგებიანია და დიდწილად სახელმწიფო სუბსიდირებაზე არიან დამოკიდებული. დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე „გრუზვინპრომი“ ერთ კილოგრამ ყურძენს 40-დან 80 თეთრამდე იბარებს. 2013 წლის ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების მიერ შეძენილი ყურძენი საერთო რაოდენობის 16,8 პროცენტს შეადგენდა, რაც 2012 წლის 65 პროცენტთან შედარებით, მნიშვნელოვანი კლებაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, იმავე წელს სახელმწიფო საწარმოებმა ყურძნის შესასყიდად გაცემული 15,86 მილიონი ლარიდან მეოთხედი სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით მიიღეს. 2014 წლის 15 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის კომპანიების მიერ სულ შესყიდული 73 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის დაახლოებით 25 % სახელმწიფო სუბსიდიაა.

2013 წლიდან მოყოლებული, ადგილი აქვს სოფლის მეურნეობაში ყურძნის დარგის სუბსიდირების კლებით ტენდენციას, 2015 წლიდან ნავარაუდევია ყურძნის სუბსიდირების გაუქმება. ეს ხელს შეუწყობს დარგის მდგრადობას და კონკურენტუნარიან გარემოში ბაზრის მიერ ფასების დარეგულირებას.

XS
SM
MD
LG