Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: სირიაში არ არის სახმელეთო ჯარი


რუსეთის საბრძოლო ვერტმფრენი სირიაში
რუსეთის საბრძოლო ვერტმფრენი სირიაში

რუსეთის წარმომადგენლებმა 6 ოქტომბერს განაცხადეს, რომ მოსკოვი სირიაში არ შეიყვანს სახმელეთო ჯარს და არც მოხალისეების გაწვევას ახდენს საიმისოდ, რომ მათ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეს იბრძოლონ. მსგავსი შინაარსის განცხადებები გაკეთდა კრემლიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და პარლამენტიდან, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც გავლენიანმა დეპუტატმა განაცხადა, რუსი მოხალისეები სავარაუდოდ სირიაში ჩავლენ, მთავრობის ძალების მხარეს საბრძოლველადო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა, „რუსეთი მოხალისეებს არ მოუწოდებს სირიაში წასვლისკენ და არც არავის გაწვევას ახდენსო“. ზახაროვას თქმით, არ მიმდინარეობს და არც შეიძლება მიმდინარეობდეს სახმელეთო ოპერაციები და არ არის შეყვანილი სახმელეთო ჯარი.

რუსეთმა სირიაში საჰაერო თავდასხმების კამპანია 30 სექტემბერს დაიწყო და აცხადებს, რომ მის სამიზნეს წარმოადგენენ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები და სხვა ექსტრემისტები. აშშ და მისი მოკავშირეები კოალიციაში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებს ბომბავს, აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმების დიდმა ნაწილმა მიზანში ამოიღო სირიის მთავრობის უფრო ზომიერი ოპონენტები და თვლიან, რომ კრემლის რეალური მიზანი ასადის და მისი რეჟიმის გაძლიერებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG