Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ნატოს პასუხად ახალ სამხედრო დანაყოფებს შექმნის


რუსეთი სახმელეთო ძალების ახალი დანაყოფების შექმნით უპასუხებს ნატოს მიერ 2016 წელს დაგეგმილ ინტენსიურ სწავლებებს. ამის თაობაზე რუსეთის არმიის მაღალჩინოსანმა, გენერალმა ოლეგ სალიუკოვმა 21 იანვარს უთხრა ჟურნალისტებს. დისლოკაციის ადგილებად დასავლეთის და ცენტრალურ დაჯგუფებებს ასახელებენ. რუსეთის სამხედრო უწყება მიმდინარე წელს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებასაც გეგმავს საზღვარგარეთის ქვეყნების, მათ შორის პაკისტანისა და ვიეტნამის სამხედრო კონტინგენტების მონაწილეობით. რუსი გენერლის თქმით, მართალია, ამჟამად ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთს არ ჰყავს სახმელეთო ძალები, მაგრამ ბრძანების შემთხვევაში შესაბამისი დანაყოფების გაგზავნა ძალიან სწრაფად მოხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG