Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ოლიმპიადაზე, სულ ცოტა, 250 სპორტსმენს გაგზავნის


რუსეთის დროშა ოლიმპიურ სოფელში, რიო-დე-ჟანეირო
რუსეთის დროშა ოლიმპიურ სოფელში, რიო-დე-ჟანეირო

რუსეთი აცხადებს, რომ 250-ზე მეტ სპორტსმენს გაგზავნის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, რაც 100 კაცით ნაკლებია პირვანდელ შემადგენლობასთან შედარებით.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი ათლეტების ოლიმპიადაზე დაშვება-არდაშვების საკითხი ცალკეული სახეობების საერთაშორისო ფედერაციებს მიანდო. ფედერაციებმა თავიანთი გადაწყვეტილებით, ასამდე რუს სპორტსმენს ჩამოართვეს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა. თუმცა რუსეთის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ფედერაციას თვლის ამ კამპანიის ინიციატორად.

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილე რუსეთის ნაკრების ზუსტი სია 31 ივლისამდე გახდება ცნობილი. ამის შესახებ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ ჯერჯერობით ყველა საერთაშორისო ფედერაციას არ გამოუტანია საბოლოო დასკვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG