Accessibility links

logo-print

რუსეთი დღეს ხსნის პარიზის ცენტრში აღმართულ „სულიერ და კულტურულ ცენტრს“, რომელიც მოიცავს ოქროს გუმბათიან მართლმადიდებელ ეკლესიასაც. ეიფელის კოშკთან აშენებულ კომპლექსს გახსნის კულტურის მინისტრი ვლადიმირ მედინსკი, რადგან პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში გააუქმა პარიზში ვიზიტი სირიაში ომის გამო დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე. „სულიერი და კულტურული ცენტრი“ რუსეთის სახელმწიფომ დააფინანსა. ცნობების თანახმად, ის 187 მილიონამდე დოლარი დაჯდა. ფართოდ გავრცელებული შეფასებით, კომპლექსი ემსახურება რუსეთის ძალისხმევას ძლიერი, რელიგიური, ტარდიციული ფასეულობების დამცველი ქვეყნის იმიჯის შესაქმნელად. პარიზში წელს დეკემბერში მოელიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერს, პატრიარქ კირილეს, რომელმაც ეკლესია უნდა აკურთხოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG