Accessibility links

logo-print

ეშ კარტერი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს


ეშ კარტერი

ეშ კარტერი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და გავიდა ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებიდან, საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო წესრიგისათვის. კარტერის თანახმად, რუსეთის სახიფათოდ გააქტიურდა ჰაერში, ხმელეთზე, წყალსა და კიბერსივრცეში. თუმცა აშშ ავითარებს თავის სამხედრო პოტენციალს, რათა ქმედითად აღუდგეს წინ რუსეთის აგრესიას და დაიცვას მისი მოკავშირეები. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადება 7 ნოემბერს კალიფორნიაში, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG