Accessibility links

logo-print

„კოგალიმავია“: ავიაკატასტროფა შეეძლო გამოეწვია მხოლოდ ტექნიკურ ან ფიზიკურ ქმედებას


რუსეთის ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა ეგვიპტეში 31 ოქტომბერს, განაცხადა, რომ ავარია არ შეიძლებოდა მომხდარიყო ტექნიკური გაუმართაობის ან ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომის გამო. „კოგალიმავიას“ დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ სმირნოვმა განაცხადა, რომ ავარია შეეძლო გამოეწვია მხოლოდ ტექნიკურ ან ფიზიკურ ქმედებას, რომელსაც ჰაერში თვითმფრინავის დაშლა მოჰყვა. „კოგალიმავიას“ კუთვნილი აერობუსი ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ალ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 224-ივე ადამიანი. მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო, ოთხი უკრაინის და ერთი - ბელორუსიის. კაიროდან სანკტ-პეტერბურგში 2 ნოემბერს გადაასვენეს ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 144 ადამიანის გვამი. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეორე თვითმფრინავს დაღუპულთა გვამებით დღეს საღამოს ელოდებიან სანკტ-პეტერბურგის აეროპორტში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG