Accessibility links

logo-print

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობა რატიფიცირებულია


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების რეტიფიკაციას დაუჭირა მხარი. რუსეთის მედიის ცნობით, დოკუმენტის რატიფიკაციას 441 მომხრე ჰყავდა,რატიფიკაციას ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, ერთმაც თავი შეიკავა. თბილისში კისაქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმურიმთავრობის თავმჯდომარეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა შესაძლო სამოქმედო გეგმების განსახილველად. რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტთან შეხვედრისას და რა შეუძლია საქართველოს დაუპირისპიროს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტირიებთან მიმართებით?

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებით,„’მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ’ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება ისტორიული მომენტია მხარეებს შორის ურთიერთობაში“,- იუწყება რუსეთის საინფორამაციო სააგენტო ტასი. სლუცკისვე სიტყვებით, ხელშეკრულება გახდება ქვეყნებს შორის ყველაზე მჭიდრო ინტეგრაციისა და ორმხრივი თანამშრომლობის გამყარების საფუძველი.

ხელშეკრულებას, რომლის რატიფიცირებასაც 23 იანვარს უყარა კენჭი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, ხელი გასული წლის 24 ნოემბერს სოჭში მოეწერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა დააფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის.

ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის სისტემის და საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნას და ასევე კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას. დოკუმენტის თანახმად, თუ ერთი ქვეყანა სხვა ქვეყნის აგრესიის ობიექტი აღმოჩნდება, ეს აღქმული იქნება როგორც მეორე ქვეყნის მიმართ აგრესია. ხელშეკრულება ითვალისწინებს ასევე საქართველო-აფხაზეთის სახმელეთო და საზღვაო საზღვრის ერთობლივ დაცვას. რუსეთი ვალდებულებას იღებს დაეხმაროს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას საერთაშორისო აღიარების მიღწევაში.

ფაქტობრივად, ეს მოსალოდნელი იყო და ამაში, სამწუხაროდ, ახალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაცია თავის ზრახვებზე დაუფარავად საუბრობს და არა მხოლოდ საუბრობს, არამედ მოქმედებს კიდეც...

საქართველოს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლებთან, საქართველოს ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და კონფლიქტებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა.

თენგიზ ფხალაძის განმარტებით, ამ პროცესში მთავარი პრინციპებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და იმ ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ:

„ფაქტობრივად, ეს მოსალოდნელი იყო და ამაში, სამწუხაროდ, ახალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაცია თავის ზრახვებზე დაუფარავად საუბრობს და არა მხოლოდ საუბრობს, არამედ მოქმედებს კიდეც. არ შეიძლება სამართლებრივ აქტად იყოს განხილული ის, რაც ხდება ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის“.

რუსეთის ამგვარი გადაწყვეტილების ფონზე, ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ხელმძღვანელს ზურაბ შენგელიას მიაჩნია, რომ ქართულმა საზოგადოებამ მეტად უნდა გაითავისოს აფხაზური საზოგადოების საჭიროებები, მოუსმინოს მათ ინტერესებს და შესაბამისი შეთავაზებებით მიმართოს მათ:

საერთაშორისო თანამეგობრობა აუცილებლად იქნება ჩართული, მაგრამ ჩვენ მაინც მეტი ურთიერთკონტაქტი გვჭირდება. ეს უნდა მოხდეს სტრუქტურულ დონეზე, ერთიანი მიდგომით. ყველაფერს საკუთარ თავს ვაბრალებთ, ყველაფერი ჩვენ დავიწყეთო, ვამბობთ...

„შეიცვალა რეალიები, ახალი ისტორიული პროცესები დაიწყო და უნდა მომზადდეს ჩვენი საზოგადოება - პირველ რიგში, უფრო მეტად უნდა გავითვალისწინოთ აფხაზური საზოგადოების ინტერესები, ტკივილები და, ამ ახალი რეალიებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ, რა თქმა უნდა, რუსეთის ქმედების საპასუხოდ გარკვეული ნაბიჯები“.

საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის პარალელურად, პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა:

„საერთაშორისო თანამეგობრობა აუცილებლად იქნება ჩართული, მაგრამ ჩვენ მაინც მეტი ურთიერთკონტაქტი გვჭირდება. ეს უნდა მოხდეს სტრუქტურულ დონეზე, ერთიანი მიდგომით. ყველაფერს საკუთარ თავს ვაბრალებთ, ყველაფერი ჩვენ დავიწყეთო, ვამბობთ. არა, ასე არ არის, ორივე მხარემ ერთმანეთს უნდა ვუთხრათ სიმართლე და ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს“.

არ დაუკონკრეტებია, თუ რა მექნიზმებით, მაგრამ ყველანაირი საშუალების გამოყენება მიაჩნია აუცილებლად ამგვარი პოლიტიკის შესაკავებლად საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, დავით საგანელიძეს:

ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიზანმიმართულია იქითკენ, რომ შეგვაცვლევინონ ჩვენი საკუთარი არჩევანი, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი, მაგრამ ეს არ მოხდება.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმავე ევროსტრუქტურების დახმარებით, იმავე მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით, რომ რუსეთი იმ გზაზე, რითაც თავის ქვეყანასაც ანგრევს და გარშემო ყველაფერს, როგორმე იქნეს შეჩერებული“.

ყველა საშუალებით საქართველოს ევროპული არჩევანისთვის ხელის შეშლად აფასებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების რეტიფიცირებას „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია:

„ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიზანმიმართულია იქითკენ, რომ შეგვაცვლევინონ ჩვენი საკუთარი არჩევანი, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი, მაგრამ ეს არ მოხდება“.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრი,თ საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდება მოძებნოს ისეთი რაციონალური შეთავაზება, რომელიც აფხაზური ელიტისთვის მისაღები იქნება. ამასთან, კორნელი კაკაჩიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა ხვდება, რომ რუსეთთან პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესი არ ამართლებს. შესაბამისად, პოლიტოლოგის ხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ნატოში ინტეგრაციისკენ.

საგულისხმოა, რომ რუსეთის ფედერაცია თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს ასევე სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთანაც. ეს ხელშეკრულება უფრო ღრმა ინტეგრაციას გულისხმობს, ვიდრე გულისხმობდა ხელშეკრულება აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან.ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის, უშიშროების, სამართალდამცავი და საბაჟო სტრუქტურები რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამინისტროებისა და სტრუქტურების შემადგენლობაში უნდა შევიდეს; უნდაგაუქმდეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი როკის გვირაბთან, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს რუსეთთან აკავშირებს.

საქართველოს ხელისუფლება გმობს რუსეთის ფედერაციის მცდელობას მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსია.

XS
SM
MD
LG