Accessibility links

რუსეთმა დაბომბა „ისლამური სახელმწიფოს 10 ობიექტი“ სირიაში


რუსეთის თვითმფრინავი საჰაერო ბაზაზე სირიაში

რუსეთის თვითმფრინავი საჰაერო ბაზაზე სირიაში

რუსეთი აცხადებს, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა სირიაში დაბომბეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 10 ობიექტი. თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც იერიშის სამიზნეებს შორის იყო ტერორისტების საწვრთნელი ცენტრი. ამავე განცხადებით, 30 სექტემბერს იერიშების დაწყების შემდეგ, რუსეთის ავიაციამ შეძლო „ისლამური სახელმწიფოს“ მომარაგების ჯაჭვის გაწყვეტა და „მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქუტრა, რომელსაც იყენებენ ტერაქტების მოსაწყობად“.

დასავლეთი და სირიელი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ რუსეთის ავიაიერიშებით გამიზნულია მოსკოვის მოკავშირის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დახმარება და შესაბამისად საავიაციო იერიშები მიმართულია იმ მეამბოხეების წინააღმდეგაც, ვინც არ მიეკუთვნება „ისლამურ სახელმწიფოს“.

მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას. სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა ათობით სამოქალაქო პირი. 3 ოქტომბერს მოსკოვმა გამოაცხადა, რომ გაზრდის სირიაში საავიაციო იერიშების ინტენსივობას. მისი ინფორმაციით, 600-მდე ექსტრემისტმა უკვე მიატოვა თავისი პოზიციები და ახლა ევროპაში ჩასვლას ცდილობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG