Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სილუანოვი: რუსეთის ფინანსური რეზერვები ნელ-ნელა იწურება


რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი
რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი

რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი აცხადებს, რომ ქვეყნის სარეზერვო ფონდი შესაძლოა ამოიწუროს 2016 წლის ბოლოს, თუ მსოფლიოში ენერგიის ფასები ამჟამინდელ დონეზე დარჩება. სილუანოვმა 27 ოქტომბერს მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2015 წელს, სავარაუდოდ, 2,6 ტრილიონ რუბლს (41 მილიარდ დოლარს) შეადგენს, ხოლო 2016 წლისთვის მოსალოდნელია 900 მილიარდი რუბლის დეფიციტი, თუ ბარელი ნავთობის ფასი 45 დოლარი დარჩება და დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის კურსი - 62 რუბლი. „ეს ნიშნავს, რომ 2016 წელი არის ბოლო წელი, როცა შევძლებთ ჩვენი რეზერვების ასე ხარჯვას. ამის შემდეგ არ გვექნება ასეთი რესურსები“,- განაცხადა სილუანოვმა. მისივე აზრით, რეზერვების შემცირების ფონზე, ნომერი პირველი ამოცანა უნდა იყოს ბიუჯეტის კონსოლიდაცია. რუსეთის ეკონომიკა მძიმედ დააზარალა დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, რომელთა მიზეზიც არის 2014 წელს უკრაინისაგან ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარება. მოსკოვს ასევე მილიარდობით დოლარი დაუჯდა და უჯდება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში, ყირიმის რეკონსტრუქცია და სამხედრო კამპანია სირიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG