Accessibility links

logo-print

„საბჭოთა კავშირის სუნია“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „კომერსანტი“, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას შეეხება. სათაურად გამოტანილია მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი, როცა მან მედიის თანდასწრებით თავისი სამუშაო კაბინეტი დაიკავა. გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილმა კაბინეტის კედლებიდან ყველა სურათი ჩამოხსნა და სანაცვლოდ წმინდა გიორგის ხატი დაკიდა. გამოცემის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ღრმა რეფორმებს გეგმავს და, იმავდროულად, რეგიონული მმართველები ოლქების გუბერნატორებში ერევა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, გუბერნატორის რანგში მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო პროკურორად საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დანიშვნას გეგმავს. ამასთან, დნესტრისპირეთიდან კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. ბევრი უკრაინელი პოლიტიკოსი ოდესის გუბერნატორის პირველ ნაბიჯებს რეფორმების დასაწყისად მიიჩნევს, – წერს „კომერსანტი“,მაშინ, როცა გასულ კვირაში კიევში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამოცემასთან საუბარში უკრაინელებს ურჩია, საკუთარ თავზე არ გამოსცადონ საქართველოში განხორციელებულირეფორმები. მისი თქმით, საქართველოში, რომელიც პატარა ქვეყანაა, კორუფციის დაძლევა შიშით, ტოტალური რეპრესიებით და სამსახურიდან გათავისუფლელებით მოხერხდა და უკრაინას ეს მოდელი ნაკლებად წააგდება.

„ნეზავისიმაია გაზეტაც“ მიხეილ სააკაშვილს უძღვნის ინფორმაციას, მხოლოდ არა მის გუბერნატორად დანიშვნას, არამედ სასამართლო პროცესს, რომელიც ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში წარიმართადა რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 9 მილიონი ლარის გაფლანგვას შეეხება. საქმეში ბრალდებულნი არიანსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშვილი. გამოძიების მასალების მიხედვით,წერს გამოცემა, ეს თანხა მიხეილ სააკაშვილმა და მისი სპეციალური ფინანსური ფონდის განმკარგავმა ჯანაშვილმა მრავალრიცხოვან სამსახურებრივ მივლინებებსა და პრეზიდენტის პირადი მოხმარების მიზნით გაფლანგეს.

„ადამიანი, რომელიც შეუძლებელს შესაძლებლად ხდის“, – ამ სათაურით ეხმაურება „ნოვაია გაზეტა“ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას და რეპორტაჟს სთავაზობს მკითხველს, რომელიც ახალი გუბერნატორის სანახავად მის კაბინეტთან შეკრებული ხალხის განწყობებს ასახავს.

„ვედომოსტი“ წერს, რომ თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის მიზანი იყო თანაშრომლობის ახალი პროგრამის შესრულების ანალიზი, პროგრამისა, რომელიც 2014 წლის ზაფხულში დამტკიცდა. განსაკურებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის სტაბილურობას. სავალუტო ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, – წერს „ვედომოსტი“, – რეგიონში არსებულმა ფაქტორებმა უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყანაში უცხოური ვალუტის შედინებაზე, ექსპორტსა და ეკონომიკურ ზრდაზე. მისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს არჩევანი გააკეთოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას შორის, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ფისკალურ-მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას.

„კომერსანტი“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კრისტის აუქციონზე ფიროსმანის ტილოს შეძენის ფაქტზეც წერს. „არსენალის მთა ღამით“ ექსპერტების მიერ 1 მლნ 300 ათასი დოლარიდან 1 მლნ 600 ათას დოლარამდე იყო შეფასებული, თუმცა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ის 1 460 ათას დოლარად შეუძინაო. ფიროსმანის ეს ნახატი კრისტისაუქციონზე ამ ავტორის ყველაზე ძვირად შეფასებული ტილოა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG