Accessibility links

logo-print

რუსეთი აპირებს თურქეთის საწინააღმდეგო სანქციების გაფართოებას


რუსეთი აპირებს თურქეთის საწინააღმდეგო სანქციების დაზუსტებას და გაფართოებას. ამის შესახებ იუწყება გაზეთი "კომერსანტი", რომელიც წყაროდ ასახელებს პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის დავალებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მომზადებულ დოკუმენტს. სანქციები შესაძლოა შეეხოს ტურისტულ ბიზნესს, მშენებლობას, თურქეთში რუსი მფრინავების გაწვრთნას და სახელმწიფო დაკვეთებს ნებისმიერ სფეროში. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა წელს 24 ნოემბერს სირიის საზღვართან ჩამოაგდეს რუსეთის ავიაგამანადგურებელი. ამის შემდეგ მოსკოვმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა თურქეთს. ანკარას ჯერ არ მიუღია საპასუხო ზომები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG