Accessibility links

logo-print

ნატო და ყირიმი - რუსეთის საზღვაო დოქტრინის სამიზნეები


ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის საზღვაო დოქტრინის განახლებულ დოკუმენტს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 ივლისს მოაწერა ხელი. 2001 წელს მიღებულ დოქტრინაში ცვლილებების აუცილებლობა ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა რამდენიმე მიზეზით ახსნა - უმთავრესად, ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებითა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რუსეთის საზღვრებთან გააქტიურებაზე საპასუხო ნაბიჯებით. რას ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის საზღვაო დოქტრინა და როგორ აფასებენ მას თბილისში?

რუსეთის ფედერაციის ახალი საზღვაო დოქტრინა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფრეგატ "საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალ გორშკოვზე" მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. როგორც ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, საზღვაო დოქტრინა 4 ფუნქციონალურ და 6 რეგიონალურ მიმართულებას მოიცავს. ეს ოთხი მიმართულებაა:საზღვაო საქმიანობა, საზღვაო ტრანსპორტი, საზღვაო მეცნიერება, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.

ექვსი რეგიონალური მიმართულებაა: ატლანტიკური, არქტიკული, წყნარი ოკეანის, კასპიის ზღვის, ინდოეთის ოკეანის, რასაცემატება ანტარქტიდა, ვინაიდან, დმიტრი როგოზინის თქმით,ბოლო დროს ანტარქტიდის გარშემო ბევრი მოვლენა ვითარდება დაეს რუსეთისთვის ძალიან საინტერესო რეგიონია. დმიტრი როგოზინის თქმით, მთავარი აქცენტი ორ რეგიონზე კეთდება - არქტიკისა და ატლანტიკურის მიმართულებით. ატლანტიკური - იმის გამო, რომ ბოლო დროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ მიმართულებით აქტიურად ვითარდებადა უახლოვდებარუსეთისსაზღვრებს, „რასთან დაკავშირებითაც რუსეთისფედერაცია პოულობს პასუხებს“.

მეორე მიმართულება დაკავშირებულია ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებასთან და აუცილებელია ყირიმისა და სევასტოპოლის სწრაფი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო ზომების მიღება. მნიშვნელოვანია, როგოზინის თქმით, რა თქმა უნდა, ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის საზღვაო ფლოტის აღდგენა.

რაც შეეხება არქტიკას,რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის თქმით, იზრდება ჩრდილოეთის ზღვის მნიშვნელობა. „მოგეხსენებათ, ჩვენ ახალ ატომურ ყინულმჭრელთა ფლოტს ვაშენებთ. 2017, 2019 და 2020 წლებში სამი ახალი ატომური ყინულმჭრელი შეუდგება მუშაობას. გარდა ამისა, არქტიკა ჩვენთვის არის თავისუფალი გასასვლელი ატლანტიკურ და წყნარ ოკეანეებში“, - განაცხადა დმიტრი როგოზინმა.

რუმინეთში თავსდება ანტისარაკეტო სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი. მას იგივე შეუძლია ასევე თავის მეგობარ ქვეყნებში - უკრაინაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში; ასევე, რა თქმა უნდა, უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების დაჩქარება ან მათთან თანამშრომლობის გაღრმავება...

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძისთვის რუსეთის ფედერაციის ახალი საზღვაო დოქტრინის დამტკიცება უფრო რუსეთის ხელისუფლების „კუნთების თამაშს“ ჰგავს საგარეო მოხმარებისთვის, ხოლო საშინაო ბაზარზე - ქვეყნის ძლევამოსილებაში საზოგადოების კიდევ ერთხელ დარწმუნების მცდელობას. ამასთან, თორნიკე შარაშენიძის თქმით, მაშინ როცა რუსეთის ჯარები თბილისიდან 40 კილომეტრში დგას, სასაცილო იქნება იმაზე საუბარი, იცვლება თუ არა საქართველოსთვის რაიმე რუსეთის საზღვაო დოქტრინის შეცვლით:

„ერთადერთი, რაც შეიძლება მან გააკეთოს, არის ის, რომ უფრო აგრესიული გახდეს კასპიის ზღვაზე, რომ არ დაუშვას მილსადენების მშენებლობა, როგორიც არის თურქმენულ-აზერბაიჯანული მილსადენი. რაც შეეხება შავ ზღვაზე გააქტიურებას, აქ მას ფლოტი ძლიერი არ ჰყავს და ვერ დააბალანსებს ვერანაირად ნატოს ჯარების ფლოტებს - თურქეთის, ბულგარეთისა და, გარკვეულწილად, რუმინეთისას. და მესამე, ეს ქვეყნები რომ დააბალანსოს, მან განაცხდა, რომ ყირიმში უნდა განათავსოს თვითმფრინავების ბაზა, ანუ ფლოტით კი ვერ აბალანსებს, საჰაერო ძალებით ცდილობს დაბალანსებას. რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას, ატლანტიკაში ფლოტის გაფართოებას, ეს აბსოლუტური სისულელეა, იმიტომ რომ ამის ძალები მას არ გააჩნია. არქტიკაში კიდევ რუსეთი დიდი ხანია ათამაშებს კუნთებს, იმიტომ რომ არქტიკაში, როგორც ამბობენ, ნავთობი და გაზია და ამ ნავთობის და გაზის ნაწილის ხელში ჩაგდებას ეცდება, მაგრამ როგორ უნდა ამოიღოს, როგორ დაამუშაოს, რომ მას ამის ტექნოლოგიები არ გააჩნია, ეს ცალკე პრობლემაა კიდევ“.

თუმცა, როგორც სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთების შემდეგ, რომელსაც ის „ჩაუძივარ ავიამზიდს“ უწოდებს, რუსეთი უფრო გააქტიურდა. კითხვას, თუ რას უპირისპირებს ნატო რუსეთის, ჯერ მხოლოდ განცხადების დონეზე, საზღვაო ძალების გაძლიერებას, ასე უპასუხებს:

„რუმინეთში თავსდება ანტისარაკეტო სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი. მას იგივე შეუძლია ასევე თავის მეგობარ ქვეყნებში - უკრაინაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში; ასევე, რა თქმა უნდა, უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების დაჩქარება ან მათთან თანამშრომლობის გაღრმავება და სამხედრო ბაზების განთავსება, რაც რუსეთის მხრიდან უფრო მკაცრ რეაქციას გამოიწვევს, მაგრამ ასეთია რეალობა“.

ახალი საზღვაო დოქტრინის მიღებით რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს მეზობელი ქვეყნებისთვის, ამბობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ საფრთხეებთან გასამკლავებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გაააქტიურონ.

საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლად განვითარებისა და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, ასევექვეყნების დაშინების მცდელობად აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საზღვაო დოქტრინაში ცვლილებებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, ქვეყანა აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და გონივრულად გააანალიზებს მას:

„რეგიონში ძირითადი საფრთხეები, რა თქმა უნდა, მოდის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. ეს ცხადი და აშკარაა და ევროპა და მსოფლიო, ზოგადად, ამას ძალიან კარგად აანალიზებს, ამიტომ ამას სჭირდება ძალიან გონივრულად, პრაგმატულად, არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრებულად პასუხი“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით კი,რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე გაცილებით საინტერესოა, რა დოკუმენტს მიიღებს დეკემბრის მინისტერიალზე ნატო. ყველა დოკუმენტი, რომელსაც კრემლი გამოსცემს, მსგავსი შინააარსის იქნება, მაგრამ ეს არ არის საქართველოსთვის გამოწვევა. საქართველოსთვის გამოწვევაადოკუმენტები, რომლებსაც ნატო მიიღებს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG