Accessibility links

ანკარა: რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ელჩი გამოიძახა მას შემდეგ, რაც 29 იანვარს რუსეთის თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. სამინისტროს 30 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სუ-34 თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა მიუხედავად რამდენჯერმე გაფრთხილებისა რუსულად და ინგლისურად. განცხადების თანახმად, ანკარამ რუსეთის ელჩი გამოიძახა ძლიერი პროტესტის გამოსათქმელად და საზღვრის დარღვევის დასაგმობად. სამინისტრო რუსეთს ბრალს სდებს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ესკალაციაში. იგი აფრთხილებს მოსკოვს, რომ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი „მძიმე“ შედეგისთვის. ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ნოემბერში ჩამოაგდო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც, თურქეთის მტკიცებით, მისი საჰაერო სივრცე დაარღვია. საპასუხოდ რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა და შეზღუდა ტურიზმი და ექსპორტი. სექტემბერში რუსეთმა სირიაში საჰაერო იერიშები დაიწყო იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულ ჯარებს ებრძვიან. თურქეთი მწვავედ აკრიტიკებს ასადს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG