Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში განათავსა ახალი ფრთოსანი რაკეტა


აშშ-ის მედიის ცნობით, მოსკოვმა სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში განათავსა ახალი ფრთოსანი რაკეტა, რითაც, შეერთებული შტატების შეფასებით, არღვევს ხელშეკრულებას შეიარაღების კონტროლის შესახებ. "ასოშიეიტიდ პრესის" და "ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, მოსკოვმა საიდუმლოდ განათავსა სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა, ეს ნაბიჯი კი ეწინააღმდეგება 1987 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებას საშუალო და მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. "ნიუ-იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, რუსეთს აქვს რაკეტების ორი ბატალიონი, რომელიც მზადყოფნაშია გასული წლის მიწურულიდან. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში, ვაშინგტონმა რუსეთი დაადანაშაულა რაკეტის გამოცდით ხელშეკრულების დარღვევაში. ხელშეკრულება კრძალავს ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 500-დან 5500-მდე კილომეტრია. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იცავს ამ პროგრამას. ის აცხადებს, რომ ხელშეკრულება შეერთებულმა შტატებმაც დაარღვია და ახალი რაკეტები საჭიროა ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად. შეერთებული შტატები უარყოფს ბრალდებას ხელშეკრულების დარღვევის შესახებ. ეს საკითხი შესაძლოა წამოიჭრას ბრიუსელში, ნატოს 15-16 თებერვალის მინისტერიალზე, რომელშიც პირველად მონაწილეობს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ჯეიმს მატისი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG