Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ანკარა დაადანაშაულა სირიასა და თურქეთში ქურთების დევნაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთმა ანკარა დაადანაშაულა სირიასა და თურქეთში ქურთების ორგანიზაციების დევნაში, რასაც თურქეთი, მოსკოვის მტკიცებით, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ამართლებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, თურქეთ-სირიის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევებმა მკვეთრად იკლო მას შემდეგ, რაც 2015 წლის სექტემბერში რუსეთმა სამხედრო ოპერაცა წამოიწყო სირიაში. ლავროვმა განაცხადა, რომ უცილებელად უნდა სრულდებოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც კრძალავს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ხელოვნების ნიმუშებითა და ნავთობით ვაჭრობას, და უნდა შეწყდეს „ტერორისტების“ შეღწევა სირიაში. დღესვე თურქეთის არმიამ განაცხადა, რომ საჰაერო იერიშები მიიტანა ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციებზე ჩრდილოეთ ერაყში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG