Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს ალეპოში ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას


რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს რეზოლუციას, რომლის ავტორები სირიის ქალაქ ალეპოში შვიდდღიან ზავს ითხოვდნენ. ინიციატივა დასავლეთის ქვეყნებს ეკუთვნოდათ. რუსეთის თანახმად, ეს მეამბოხეებს ძალთა გადანაწილების საშუალებას მისცემდა და საჭირო გახდებოდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ამ კვირაში დაგეგმილი მოლაპარაკების გადავადება. გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, მიშელ სისონმა განაცხადა, რომ რუსეთის არგუმენტები გამოგონილია. ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როცა რუსეთი ვეტოს ადებს გაეროს რეზოლუციას 2011 წლის შემდეგ. ჩინეთმა ამ დროის განმავლობაში ხუთჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG