Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გლოვობენ ავიაკატასტროფაში დაღუპულებს


ალექსანდროვის ანსამბლის შენობა
ალექსანდროვის ანსამბლის შენობა

რუსეთში საყოველთაო გლოვაა თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო. გაუქმებულია ყველა საზეიმო ღონისძიება.

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 92 ადამიანი, მათ შორის, ალექსანდროვის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრები. ისინი სირიაში, სამხედრო ბაზაზე რუსი ჯარისკაცებისათვის საახალწლო კონცერტის ჩასატარებლად მიეშურებოდნენ. თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მგზავრთა სია, მათ შორის არიან შეიარაღებული ძალების გუნდის, ალექსანდროვის ანსამბლის 64 წევრი, ცხრა ჟურნალისტი, სამხედრო მოსამსახურეები და ელიზავეტა გლინკა, აქტივისტი და ადამიანის უფლებების საკითხებში პუტინის მრჩეველთა საბჭოს წევრი. თვითმფრინავში იმყოფებოდა ვალერი ხალილოვიც, დასის დირიჟორი. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია კრემლის განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს დაავალა სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელმაც ტუ-154-ის კატასტროფის მიზეზი უნდა დაადგინოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG