Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უწყობს ხელს რუსეთის როლის ზრდას საქართველოს შიდა პოლიტიკაში?


ლევან ნატროშვილი, ივანე ჩხიკვაძე
ლევან ნატროშვილი, ივანე ჩხიკვაძე

დღევანდელი სადისკუსიო რუბრიკის თემაა - რუსეთის რბილი ძალის ფაქტორი საქართველოს წინასაარჩევნო კონტექსტში. არაერთ დოკუმენტსა თუ გამოკვლევაში და არაერთ ფორუმზე თქმულა რუსეთის რბილი ძალის მოსალოდნელ მობილიზაციაზე.

ბოლო ასეთი შემთხვევა იყო „ფრიდომ ჰაუსის“ 12 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოფილი და ახლანდელი მმართველი პოლიტიკური ძალების მიმართ იმედგაცრუებით შესაძლოა იხეირონ პრორუსულმა ძალებმა. რამდენად არსებითია ეს საფრთხე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და რა ბერკეტები არსებობს ასეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ? ამ თემაზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მიიწვია ლევან ნატროშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი და ივანე ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG