Accessibility links

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამართლებს რუსი ათლეტების დისკვალიფიკაციას


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლითაც რუს მძლეოსნებს აეკრძალათ 2016 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობა.

ოლიმპიური კომიტეტის მიერ 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სრულად უჭერს მხარს, მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომელსაც ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა, უნდა მიიღონ თუ არა ათლეტებმა მონაწილეობას ამა თუ იმ ასპარეზობაში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო, რომელმაც აღნიშნა, რომ რუს სპორტსმენებს უკვე აღარ აქვთ შანსი მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. მძლეოსანთა საერთაშორისო ფედერაციამ რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ნოემბერში, მას შემდეგ გამოიტანა, რაც მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ ოთხ რუს ოლიმპიურ ჩემპიონს წაუყენა ბრალდებები, რომ მათ სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს სტეროიდები გამოიყენეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG