Accessibility links

უკრაინაში დაიწყო დაკავებული რუსი ჯარისკაცების სასამართლო პროცესი


ალექსანდრ ალექსანდროვი (მარჯვნივ) და ევგენი ეროფეევი სასამართლო პროცესზე. კიევი, 2015 წლის 29 სექტემბერი.

ალექსანდრ ალექსანდროვი (მარჯვნივ) და ევგენი ეროფეევი სასამართლო პროცესზე. კიევი, 2015 წლის 29 სექტემბერი.

კიევის სასამართლოში დაიწყო წინასწარი მოსმენა აღმოსავლეთ უკრაინაში დაკავებული ორი რუსი ჯარისკაცის, ალექსანდრ ალექსანდროვისა და ევგენი ეროფეევის საქმეზე. მათ წაყენებული აქვთ „ტერორისტულ საქმიანობაში“ მონაწილეობის ბრალდება. მაისში გამოქვეყნებულ ვიდეოში ალექსანდროვი და ეროფეევი ამბობენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრების რანგში იმყოფებოდნენ უკრაინაში, 16 მაისს მათი შეპყრობისას. მოსკოვი კი აცხადებს, რომ ორი ჯარისკაცი აღარ იყო სახელმწიფოს მიერ დასაქმებული. რუსეთი უარყოფს კიევისა და დასავლეთის ბრალდებებს, რომ იარაღით, წვრთნით და ცოცხალი ძალით ეხმარება აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG