Accessibility links

ყირიმელი თათრები და ანექსიის ერთი წელი


ყირიმელი თათრების დემონსტრაცია

ყირიმელი თათრების დემონსტრაცია

ყირიმელი თათრები რუსეთის მიერ უკრაინის შავი ზღვისპირეთის ანექსიის ყველაზე ხმამაღალი მოწინააღმდეგები იყვნენ. ანექსიიდან ერთი წლის შემდეგ თათრები ამბობენ, რომ აქტივისტებს და მათ ნათესავებს ავიწროვებენ, იტაცებენ და კლავენ.

ყირიმელი თათრებს "ამერიკის ხმის" სპეციალური კორესპონდენტი დენიელ შარფი ესტუმრა.

ყირიმელმა თათარმა რიფატ აჰმეტოვმა ძმა რეშატი ერთი წლის წინ ზუსტად იმ დღეს დაკრძალა, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსიის შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

ბოლო წლის განმავლობაში ვნახეთ მკვლელობები, აქტივისტების გატაცებები, რეიდები მედრესსა და მეჩეთებში, აქტივისტების სახლებში, უკანანო დაკავებები და პატიმრობები. ასე ექცეოდნენ თათრებს, რათა შიში დაენერგათ.

რეშატი, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს ხმამაღლა აკრიტიკებდა, მოგვიანებით ის გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს. მისი მკვლელობისთვის პასუხი არავის უგია, გამოძიებაც შეწყდა.

„უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა, ასევე გვაქვს ინფორმაცია მის მკვლელებზე. მიუხედავად ამისა, გვეუბნებიან რომ მათი ვინაობა უცნობია, რომ ევრ პოულობენ მათ. როგორ უნდა ენდო ასეთ მთავრობას?“ - ამბობს რიფატი.

აბდურეშიდ ჯეპაროვი ამბობს, რომ მისი ვაჟი ისლაამი კარგი სტუდენტი და სპოტსმენი იყო, მამისგან განსხვავებით არც აქტივისტი ყოფილა და არც პოლიტიკა აინტერესებდა.

თვითმხილველების თქმით 19 წლის ბიჭი შარშან სექტემბერში 23 წლის ბიძაშვილთან ერთად შავ უნიფორმიანმა მამაკაცებმა გაიტაცეს. მას შემდეგ არც ერთი გატაცებული არ გამოჩენილა, საქმეზე პოლიციას არავინ დაუპატიმრებია.

ჯეპაროვს სჯერა, რომ საქმეში რუსეთის უშიშროებაა ჩართული. მიზეზად ყირიმის თათრულ მეჯლისში მის საქმიანობას ასახელებს, სადაც ის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

„ეს დიდი ხნის წინ და დეტალუარდ დაიგეგმა. ეს ორი ან სამი ადამიანის გაკეთებული არ არის.“

ჯეპაროვი იხსენებს, რომ გატაცებამდე რამდენიმე კვირით ადრე მის სახლს უთვალთვალებდნენ და მეგობრებს კითხავდნენ.

რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ, მთავრობამ თათარი ლიდერები შეავიწროვა და მათი აღმასრულებელი ორგანი მეჯლისი გააუქმა, ყვება ზაირ სმედლია.

„ბოლო წლის განმავლობაში ვნახეთ მკვლელობები, აქტივისტების გატაცებები, რეიდები მედრესსა და მეჩეთებში, აქტივისტების სახლებში, უკანანო დაკავებები და პატიმრობები. ასე ექცეოდნენ თათრებს, რათა შიში დაენერგათ.“

თათრები ყირიმის მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ და რუსეთის ანექსიისა და რეფერენდუმის მკაცრი ოპონენტები იყვნენ.

რუსეთის და ყირიმის ამჟამინდელი მთავობის წარმომადგენლები უარყოფენ ძალადობას და ამტკიცებენ, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრება თათრებისთვის უკეთესი გახდა.

XS
SM
MD
LG