იდეები გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის
სამოქალაქო აქტივიზმისა და კონკრეტული ინიციატივებით საკუთარ თემში გენდერული პრობლემების მოგვარების მნიშვნელობაზე ლაპარაკობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანის“ დირექტორი, ქეთი ხაჩიძე. იგი მისი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კონკურსის „იდეები გენდერული თანასწორობისთვის" შედეგებზე ჰყვება. ,,გენდერულ ამბებს" სტუმრობდა ამ კონკურსში მონაწილე ორი გამარჯვებული - თათია ფურცელაძე და მილენა იაკობიძე. თათია თავის სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმის ბაზაზე, კინოკლუბის მოწყობას, იქ გენდერულ თემატიკაზე ფილმების ჩვენებასა და თანასოფლელ ქალებსა და კაცებთან ერთად დისკუსიების გამართვას აპირებს, მილენა იაკობიძე კი, თავისი პროექტის „ვიჭორაოთ გენდერზე" ფარგლებში, თბილისში, გორსა და თელავში სტუდენტებთან შეხვედრებს გამართავს, სადაც უშუალო, არაფორმალურ ვითარებაში გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.
დაწერეთ კომენტარი