Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეტეროსექსუალები გეების დამცველებად: რუსეთის ახალი აქტივისტები


ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ახლახან შემოღებულმა კანონმა რუსეთში ჰომოფობიისა და სიძულვილის ტალღის გაძლიერებას შეუწყო ხელი. ამავე დროს, ამ ინიციატივამ ბიძგი მისცა აქტივისტების მცირერიცხოვანი, მაგრამ დინამიკური ჯგუფების გაჩენას - ჰეტეროსექსუალები ჰომოსექსუალების დასაცავად ერთიანდებიან.

ვალენტინ დეგტერიოვი, ყოფილი სამხედრო ექიმი, ჰეტეროსექსუალი კაცი, რომელიც ტანკების წარმოებით ცნობილ ქალაქ ნიჟნი ტაგილში ცხოვრობს, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ჰომოსექსუალთა უფლებებს დაიცავდა საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ხარჯზე.

მაგრამ მისთვის ყველაფერი იმ მომენტში შეიცვალა, როცა ადგილობრივი ულტრანაციონალისტური დაჯგუფების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერები ნახა, რომლებზეც ჰომოსექსუალთა დამცირება და წამება იყო ასახული.
43 წლის დეგტერიოვმა ინტერნეტკამპანია წამოიწყო ამ ვიდეოების გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ. რამდენჯერმე მიმართა პოლიციას მათი დაპატიმრების მოთხოვნით და ჩაგვრისა და წამების ამსახველი ფოტოები საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც დაუგზავნა, რასაც მნიშვნელოვანი რეზონანსი მოჰყვა.

ასეთი აქტიურობის გამო დეგტერიოვს პოლიციიდან ურეკავენ და ემუქრებიან. ნაციონალისტმა აქტივისტებმა ჯილდო დააწესეს ნებისმიერი პირისთვის, რომელიც მის ცემას შეძლებს. მაგრამ დეგტერიოვის დაშინება არ აღმოჩნდა ადვილი - პირიქით, ამ მუქარების ფონზე მან კიდევ უფრო მეტად გაააქტიურა თავისი კამპანია:

„სინამდვილეში, ძალა იმ გაბედულ ხალხშია, ვისაც არ ეშინია ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ფაშისტების და ნაძირალებისა. ეს ხალხი ნებისმიერი ადამიანის უფლებებისთვის იბრძოლებს; მათთვის სიტყვა "გეი" არ წარმოადგენს შეურაცხმყოფელს. ჰომოსექსუალები ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც მე“.

დეგტერიოვის აქტივიზმს ჰომოსექსუალთა ჩაგვრის შეთხვევები არ აღუკვეთია. მაგრამ ფაქტი, რომ ის ასე გაბედულად და ღიად უჭერს მხარს ჰომოსექსუალთა უფლებებს, თავისთავადაა მნიშვნელოვანი - თანაც იმ ფონზე, როცა ჰომოფობია მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება.

გამოდის, რომ ეს მედლის ორი მხარეა. ეს ორი პროცესი პარალელურად განვითარდა. ერთი მხრივ, ჰომოფობიაზე მიმართულმა პოლიტიკამ საზოგადოებაშიც გააძლიერა ჰომოფობიური განწყობები. ჰომსოექსუალებთან მიმართებით ნეგატიური განწყობების ზრდას გამოკითხვებიც ადასტურებს ...
აქტივისტებისა და უფლებადამცველების ინფორმაციით, რუსეთში ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ჰომოფობიური განწყობები ასეთი ძლიერი არ ყოფილა. ამასთან, მატულობს ლგბტ ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის შემთხვევებიც. ანალიტიკოსები და სოციოლოგები ამას იმ კამათის საგნად ქცეული კანონით ხსნიან, რომელიც ახლახან იქნა შემოღებული და რომელიც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას“ კრძალავს.

თუმცა დეგტერიოვის მსგავსი აქტივისტები ამ ამბის მეორე მხარეა, რომელიც აჩვენებს, რომ რუსეთის საზოგადოების არაერთი წარმომადგენელია მზადაა ყველაფერი გააკეთოს თავისი თანამოქალაქეების უფლებების დასაცავად.

კიდევ ერთი მაგალითია 36 წლის ნატალია ციმბალოვა, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს და რომელმაც გეი და ლესბოსელი მეგობრებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით დააარსა ორგანიზაცია, სახელწოდებით „ჰეტეროსექსუალთა ალიანსი ლგბტ თანასწორობისთვის“:

„გამოდის, რომ ეს მედლის ორი მხარეა. ეს ორი პროცესი პარალელურად განვითარდა. ერთი მხრივ, ჰომოფობიაზე მიმართულმა პოლიტიკამ საზოგადოებაშიც გააძლიერა ჰომოფობიური განწყობები. ჰომსოექსუალებთან მიმართებით ნეგატიური განწყობების ზრდას გამოკითხვებიც ადასტურებს. მეორე მხრივ კი, ჰომოფობიური კანონების ამავე ტალღამ პროტესტი გამოიწვია ბევრ სოციალურად აქტიურ ადამიანში, ლიბერალურად და შემწყნარებლურად განწყობილ ხალხში“.

ციმბალოვამ თავისი ორგანიზაცია დააარსა გასული წლის ივნისში, სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანის მიერ „გეი პროპაგანდის“ ამკრძალველი კანონის მიღებიდან ძალიან მალე.

ახლა ვითარება კიდევ უფრო მეტად დამძიმდა - კანონი უკვე ფედერალურ დონეზე შემოიღეს. სახელმწიფომ ჰომოფობიური ტალღა წამოიწყო. არ ვიცი, ეს რითი დამთავრდება, რას მოიტანს...
ჯგუფის ჰეტეროსექსუალი აქტივისტები ქალაქში ჰომოსექსუალთა უფლებების დასაცავ საპროტესტო აქციებს უწევენ კოორდინირებას.
ორგანიზაციის აქტივობა უკვე მოსკოვსაც მისწვდა. კამპანიით დაინტერესებულებს შორისაა ივან სიმოჩკინი, კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტი, რომელიც იხსენებს, რომ სექსუალური უმცირესობების პრობლემებით მოსკოველ აქტივისტთან დამეგობრების შემდეგ დაინტერესდა:
„როცა პირველად გავიცანი, მაშინ არ ვიცოდი ამ პრობლემების არსებობის შესახებ. თანდათან დავინტერესდი და დავინახე, როგორ სრულ სიგიჟესთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე. ამის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნებოდი. ძალიან მინდოდა მათ დავხმარებოდი და მთელი ამ დროის განმავლობაში ვოცნებობდი ისეთი ორგანიზაციის გამოჩენაზე, რომელშიც გეები და ლესბოსელები კი არ დაიცავდნენ საკუთარ უფლებებს, არამედ ჰეტეროსექსუალები გამოავლენდნენ მათ მიმართ სოლიდარობას, მათ დაეხმარებოდნენ და დაიცავდნენ“.

თუმცა, ამგვარი ცალკეული ჯგუფებისა და მოტივირებული აქტივისტების გამოჩენის მიუხედავად, გამოკითხვები ცხადყოფს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს „გეი პროპაგანდის“ ამკრძალავ კანონს. ამ საკითხის შესახებ საუბარს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც თავს არიდებენ:

„ახლა ვითარება კიდევ უფრო მეტად დამძიმდა - კანონი უკვე ფედერალურ დონეზე შემოიღეს. სახელმწიფომ ჰომოფობიური ტალღა წამოიწყო. არ ვიცი, ეს რითი დამთავრდება, რას მოიტანს. ვფიქრობ, ჯერ გზის დასაწყისში ვართ და ამ სფეროში კიდევ ბევრი რამ მოხდება“, ამბობს ნატალია ციმბალოვა და დასძენს, რომ კარგად ესმის რაოდენ რთულ ბრძოლაში მოუწია ჩართვა.
XS
SM
MD
LG