Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ქვეყანას ატოვებინებს დედას, რომლის ჩვილი საპატიმროში მოკვდა


დედას ტაჯიკი ჩვილისა, რომელიც რუსეთის საპატიმროში მოკვდა, ამ ქვეყანას ატოვებინებენ და ტაჯიკეთში ასახლებენ. დაბალი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომ ზარინა იუნუსოვას რუსეთის მიგრაციის კანონის დარღვევი სგამო დეპორტაცია გაუკეთონ, პეტერბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა. ამის ფონზე გრძელდება გამოძიება ხუთი თვის უმარალი ნაზაროვის სიკვდილის მიზეზების გარშემო. ბავშვი ციხეში მოკვდა 15 ოქტომბერს, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც მისი მშობლები მიგრაციის კანონის დარღვევის გამო დააკავეს. მშობლები აცხადებენ, რომ პოლიციამ ისინი ბავშვთან დააშორა და ხუთი საათის შემდეგ განთავისუფლებისას აღარ დაუბრუნა. მათი თქმით, პოლიციამ ამცნო, რომ ბავშვს სუნთქვის პრობლემები ჰქონდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. შემდეგ, 15 ოქტომბერს, მშობლებს ბავშვის გვამი გადასცეს. მშობლები ამტკიცებენ, რომ მათი შვილი ჯანმრთელი იყო და არ ავადმყოფობდა. ტაჯიკეთმა მოითხოვა გამოიძიონ ჩვილის სიკვდილი, რომელსაც მოჰყვა ტაჯიკ მიგრანტთა და რუს აქტივისტთა საპროტესტო გამოსვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG