Accessibility links

logo-print
რუსეთში, სადაც სახელმწიფო მედია ძირითადად სახელმწიფოს კონტროლქვეშაა, ინტერნეტს საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ოპოზიციისთვის. 4 თებერვლის ანტისამთავრობო გამოსვლის წინა პერიოდში ვიზუალური ხელოვნების ნიმუშები ფართოდ ვრცელდება სოციალური ქსელების მეშვეობით. ანიმაციებში პაროდირებულია ქვეყნის ხელმძღვანელობა, დიგიტალურ სურათებში რუსეთის ავტორიტარული ისტორიის დღევანდელი ეტაპია წარმოდგენილი. ონლაინ და ოფლაინ კრიტიციზმი მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ლოზუნგები შეიძლება
დაიბადოს ინტერნეტში, შემდეგ გამოჩნდეს საპროტესტო გამოსვლებზე, აღბეჭდილ იქნეს ფოტოკამერით და ისევ მოხვდეს ინტერნეტში და ახალი დიგიტალური ქმნილების სახით მოგვევლინოს. ქვემოთ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.

„2132 წლის არჩევნები: მე წამოვაყენებ დაჩოქილ რუსეთს“













პუტინი და მედესანტეები

ინტერნეტში გამოქვეყნების შემდეგ ამ ვიდეოს თითქმის 800 000-ჯერ უყურეს. როგორც იტყობინებიან, მედესანტეები დათანხმდნენ, 4 თებერვლის ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდნენ.




ლენინის მავზოლეუმი












მმართველი ტანდემი "ტიტანიკზე"

გემზე, რომელიც იძირება, კაპიტნებად ვლადიმირ პუტინი და რუსეთის პრეზიდენტი არიან. „არ მოატყუებინო თავი. უთხარი ‘არა’ სახალხო ფრონტს“ (იგულისხმება კრემლის მხარდამჭერი ჯგუფების კოალიცია) - ვკითხულობთ ვიდეოკლიპის ბოლოს.




პუტინის მხარდამჭერი აქცია












ფალიკური სიმბოლოები

ანარქისტულმა ჯგუფმა "ვოინამ" თავიანთი ვიზუალური ხელოვნება ქუჩაზე გაავრცელეს. მისი ყველაზე ცნობილი ნიმუშია 65-მეტრიანი ფალოსის სიმბოლო უშიშროების ფედერალური სამსახურის სანკტ პეტერბურგის შტაბბინის პირდაპირ მდებარე გახსნილ ხიდზე.












მეტი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG