Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო "რუსთავი 2"-ის სარჩელი


საკონსტიტუციო სასამართლო, ბათუმი

საკონსტიტუციო სასამართლო, ბათუმი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო პარლამენტის წინააღმდეგ "რუსთავი 2"-ის და მისი მფლობელი შპს. „ტელეკომპანია საქართველოს" სარჩელი. მომჩივანი მხარე ითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს. სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდქსის 268-ე მუხლის ის ნაწილი, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას შეეხება. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის"და მისი მფლობელების ადვოკატებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26 ოქტომბერს მიმართეს. კომპანიის იურისტების შეფასებით, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის მუხლი დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, მოპასუხე მხარეს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული, სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG