Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის დიპლომატიის შეზღუდვები და ევროპა–რუსეთის ურთიერთობა


ავტორი: რუსუდან ნადირაძე

1989 წელი ევროპის ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგან ამ დროს არა მარტო დასრულდა ცივი ომის ეპოქა, არამედ ევროპის პოლიტიკურმა სისტემამ განიცადა ფუნდამენტული ცვლილებები ძალთა დაბალანსებაში. ეს სისტემა არ იყო ძველი, უკვე არსებული სისტემის გადალაგება, არამედ შეიქმნა სრულიად ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოს ახლებურ გაგებას. სწორედ ეს ახლებური სისტემა წარმოადგენს ევროკავშირის პოსმოდერნისტულ სახელმწიფოს, სადაც პოლიტიკური სისტემა ერთიანდება საერთო ინტერესებისა დაღირებულებების გარშემო, ხოლო უსაფრთხოება ეფუძნება გამჭირვალობას, ორმხრივ ღიაობას, ურთიერზედამოკიდებულებას;

ევროპის პოლიტიკური სისტემაში კომპლექსული რეპრეზენტატული ერთეულები წარმოდგენილნი არიან მმართველობის განსხვავეულ ფორმებში, ცოდნისა და ექსპერტიზის განსხვავებულ სისტემებში, ჩვეულებრივი ადამიანების ყოფით და ღირებულებათასპექტრში.პასუხისმგებლობისა და ძალის ბალანსი პოლიტიკის ბევრ სფეროში სახელმწიფოდან გადაინაცვლა ევროკავშირის დონეზე, ხოლო ზოგ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა, ევროკავშირის ფუქნციები სრულიად სუვერენულია და სხვა სახელმწიფოების მიერ აღიარებულიაამ სფეროს ლეგიტიმურ მოთამაშედ. თუმცა, პოლიტიკურ და აკადემიურ დებატებში, აქტიურად ისმის კითხვა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტურობაზე. თუ ევროკავშირის პოლიტიკურ გაერთიანებაზე ვისაუბრებთ, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა განვითარდეს ევროპული სამოქალაქო საზოგადოება, ამ პროცესს კიწინ უსწრებს ევროკავშირის, როგორც ინსიტუტის მიმართ ტრანსნაციონალური ლოიალობის ზრდა და იმის გათავისება, რომ ერთის პრობლემა ყველას პრობლემაა. სწორედ ეს გარემოებები წარმოადგენს ევროპის პოსტმოდერნისტული დიპლომატიის შეზღუდვებს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ესპანეთი ისევე იყოს დაინტერესებული რუსეთისსაკითხებით, როგორც ბალტიის ქვეყნები,ხოლო,ეს უკანასკნელი, ისევე დაინტერესდეს აფრიკის ქვეყნებიდან მიგრაციით, როგორც ესპანეთი.რთულია ევროკავშირშიისეთივე თანხმობის მიღწევამთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორც ამერიკაში, სადაც არალეგალური მიგრაცია მექსიკიდან ტეხასში არის არა მარტო ტეხასელების, არამედ მთელი ამერიკის პრობლემა. უფრო მეტიც, წევრი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის ინსტიტუტებისათვის უფლებების დელეგირებას, ხედავენ რა ამაში თავიანთი სახელმწიფოს ბერკეტების შესუსტებას.ამ პირობებში ევროპას არ შეუძლია რეალურად პოზიტიური როლი ითამაშოს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში და კანონიერებაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დამყარებაში.

მომავალშიც კი, ევროკავშირის საერთო ინტერესები საგარეო პოლიტიკაშიარარეალურია ორი მიზეზის გამო.ეს არც ფედერალური სახელმწიფოა და არც სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების ანალოგი საპარლამენტო რესპუბლიკური სისტემა. მეორეს მხრივ, ევროკავშირის საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბება ვერ შედგება ევროპული პოლიტიკური დისკურსის ნაკლებობის გამო, რომელიც, თავის მხრივ, ვერ განხორციელდება ლინგვისტური ბარიერებისა და სხვადასხვა ნაციონალური პრეფერენციების გამო.

ამდენად, საერთაშორისო არენაზე პოსტმოდერნისტული ევროპისათვის დამახასიათებელიპოლიტიკური შეფერხებების ფონზე, რუსეთთან ურთიერთობის პრობლემას ისიც იწვევს, რომ ისინი საუბრობენ სხვადასხვა ენაზე.მაშინ, როდესაც რუსეთი საერთაშორისო არენაზე თვითდამკვიდრების ძიებაშია, ევროკავშირისთვისმნიშვნელოვანია მოხდეს რუსეთის ტრანსფორმაციასუვერენიტეტისა და ნაციონალობის იდეიდანუმაღლეს ევროპულ სტანდარტებამდე. თუმცა, პუტინის ეპოქის რუსეთის წარმოდგენები საკმაოდ რეტროსპექტიულია და კვლავ ცოცხლობს წარსული დიდებით. ამ ორ პოლიტიკურ სისტემათა შორის გაუცხოების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ტრადიციულ გეოპოლიტიკურ დებატებს. მრავალი მოსაზრება არსებობს დიპლომატიაზე, სტრატეგიებზე, თანამშრომლობით ინსტიტუტებზე, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე. მეორეს მხრივ, არსებობს მრავალფეროვანი ლიტერატურული და ეთნოგრაფიულ–კულტურული კვლევები, რომელიც გვთავაზობს რუსეთსა და ევროპის ისტორიული და კულტურული ინტერაქციის ღრმა ანალიზს, თუმცა, ჩემთვის, როგორც სოციოლოგისთვის,საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ არის ევროპა–რუსეთის ურთიერთობა კონსტრუირებული ჯგუფებსა და ცალკეული ინდივიდების სოციალურ კავშირებში, ძირითად ღირებულებით ნორმებსა და იდენტობებში, ანუ კონსტრუქტივიზმის პერსპექტივიდან.

სწორედ კონსტრუქტივიზმის გაგება გვთავაზობს ევროპის იდენტობის კონსტრუირებას ‘’სხვა’’ რუსეთთანდამოკიდებულებაში. თუ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ, ხანგრძლივ ევროპულ ისტორიაში, რუსეთიწარმოადგენდა‘’სხვას’’, ახასიათებდნენ მას რა როგორც‘’მეორე მსოფლიო’’, ‘’ავტორიტატული’’, ‘’ტოტალიტარული’’ რაც დაპირისპირებაში მოდიოდა ევროპის როგორც ‘’პირველი მსოფლიო’’, ‘’დემოკრატიული’’,‘’თავისუფალი’’ –ის განმარტებებთან. რუსეთთან დამოკიდებულებაში კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე შეიტანეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტელექტუალებმა, როდესაც ისინი საბჭოთა რუსეთთან კონფრონტაციისა და განაწყენებისორმოცწლიანია მემკვიდრეობით შეუერთდნენ ევროკავშირს. სწორედ ეს სიმბოლოები და წინასწარი აღქმა არის კონსტრუირებული გადაწყვეტილების მიმღებების (პოლიტიკოსები, აღმასრულებლები) ყოველდღიურ აქტივობებსა და კონტაქტებში. ევროპა რუსეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია იმ სიმბოლოების გაგება, რომელიც აქტორებს წინასწარ განაწყობს მათი აღქმების შესაბამისად. როგორც კონსტრუქტივისტებიგანაცხადებენ, სოციალური ნორმებისადმი ერთიანი, გაზიარებული მიკუთვნებულობა აქტორებს კოლექტიურად რთავს კონკრეტულ საერთაშორისო აქტივობაში. ამ გაზიარებამდე და ერთიანობამდე კი ევროპა რუსეთს შორის დიდი გზაა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საგარეო პოლიტიკის შეზღუდვები კვლავ გამოწვეულია ევროპის ცალკეული სახელმწიფოების არაერთგვაროვანიპრეფერენციებითა და პოზიციითა მთელი რიგი საკითხები გარშემო, მთავარი პრობლემა არ უკავშირდებამხოლოდ პოლიტიკური სისტემის შეუთავსებლობას. გარდა იმისა, რომ რუსეთი არ არის მზად დათმოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება ევროპული სიმშვიდისა და კეთილდღეობისათვის, პრობლემად დარჩება რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის მიუღებლობა მთელ რიგ კულტურულ ან პოლიტიკურ საკითხებზე რეგიონალურ, ეთნიკურ და თუნდაც სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით.

თუმცა,გლობალიზაციის პირობებში ევროპული სტანდარტები და ნორმები სხვადასხვა სოციალური ინტერაქციების საშუალებით შედის და მკვიდრდება რუსეთში. იდენტობის კონსტრუირების ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არა მარტო სხვადასხვა ტრანსნაციონალური საკომუნიკაციო საშუალებები (ტურიზმი, მედია, ინტერნეტი და სხვა), არამედ ფორმალური პროცესები, როგორიცაა, მაგალითად, უმაღლესი განათლების ინტეგრაცის პროცესი ბოლონიის პროცესებთან. კონსტრუირების ამ პროცესებთან ერთად, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს ერთი პოლიტიკური ერთეულის მხრიდან მეორესაღქმა და არა ერთის მხრიდან მეორეს გადაკეთება,რაც უფრო მისაღებ გარემოს შექმნისშედეგიანი და ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებული პარტნიორობისათვის.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG