Accessibility links

logo-print

რუსეთის ეროვნული ვალუტა, რუბლი მორიგ სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზეა: იანვარს ერთი ამერიკული დოლარის ფასმა 80,90 რუბლს გადააჭარბა, ერთი ევროს ფასმა კი 88 რუბლს. აქამდე რუბლის სარეკორდოდ დაბალ კურსად ითვლებოდა 80,10 დოლარი, რომელიც 2014 წლის დეკემბერში აღირიცხა. რუბლის კურსის დაცემის ფონია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება და რუსეთის ეკონომიკაზე ამ პროცესის უარყოფითი ზემოქმედება. 20 იანვარს ბარელი ნავთობის ფასად 27,84 დოლარი დაფიქსირდა. რუსეთის ეკონომიკას ტვირთად აწევს დასავლეთის სანქციებიც, რომლებიც შემოღებულია უკრაინის მიმართ რუსეთის მოქმედების გამო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG