Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს უკრაინის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას


ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს უკრაინის პრეზიდენტობისთვის საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას. მიუნხენში, სადაც ის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას სააკაშვილმა თქვა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მისთვის იქნებოდა „კოშმარი“, რომლის წარმოდგენაც კი უჭირს. გასულ კვირაში უკრაინაში სამთავრობო კრიზისი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი აივარას აბრომავიჩიუსი გადადგა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მომხრეთაგან ზეწოლის გამო. პოროშენკომ განაცხადა, რომ აუცილებელია მინისტრთა კაბინეტის განახლება, ოღონდ რეფორმატორმა მინისტრებმა თავიანთი პოსტები უნდა შეინარჩუნონ. პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის მთავრობა აცხადებს, რომ ერთიანი გუნდით იმუშავებს, ანდა მთელი გუნდი გადადგება, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი მთავრობის ანგარიშის შემდეგ, რომელიც უახლოესი დღეებისთვის არის დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG