Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა გაეროში „სერიოზულ გამოწვევებზე“ ისაუბრა


მიხეილ სააკაშვილი გაეროს ტრიბუნაზე
მიხეილ სააკაშვილი გაეროს ტრიბუნაზე
„პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ჩემი ქვეყანა დემოკრატიის გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ციხეში სასტიკი მოპყრობის კადრები გავრცელდა“, - განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან გაიმეორა, რომ ციხეში გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ ხელისუფლებამ იმოქმედა, როგორც ნამდვილმა დემოკრატიულმა ქვეყანამ. „დავადგინეთ პასუხისმგებელი პირები და დავაპატიმრეთ ისინი. ორი მინისტრი გადადგა და ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავნიშნეთ საპატიმროებისა და პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი კრიტიკოსი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:05 0:00
გადმოწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს მიაღწიოს თავის უმთავრეს მიზანს და შეცვალოს საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება, რაც მან ვერ მოახერხა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს ლიდერმა რამდენიმეჯერ ახსენა ჩრდილოეთიდან შემოსული „ბინძური ფული“, რუსეთის მხრიდან მუქარები და ინტერვენციის საფრთხის შემცველი სამხედრო მანევრები, რომელიც საქართველოსათვის მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს ემთხვევა. „საქართველო არასდროს დაბრუნდება უკან და მას ვერასდროს ჩაითრევენ უკან ვერც ჩრდილოეთიდან შემოსული ბინძური ფულით, ვერც ვერანაირი პირდაპირი სამხედრო ჩარევებით, ვერც მსხვილმასშტაბიანი პროვოკაციებითა თუ სხვადასხვა პარტიზანული შეტევებით. ეს არ გამოვა!", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამდე ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, გაეროს შტაბ-ბინის წინ მცირე საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ცოცხი და დიდი ბანერი წარწერით - „სააკაშვილი - მწამებელი“.
XS
SM
MD
LG