Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტში გავრცელდა გვარამიასთან და ბოკერიასთან სააკაშვილის საუბრის ჩანაწერები


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა, მისივე ცნობით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან. აუდიომასალის მიხედვით, სააკაშვილი გვარამიას მოუწოდებს თანამშრომლების გამხნევებისაკენ, რის შემდეგაც საუბარი ეხება „რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესს და იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, თუ საქმე მიდგება „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამ წყაროს ცნობით, სააკაშვილი საჭიროდ მიჩნევს „რევოლუციურ სცენარს“ - ბარიკადების აღმართვას, ხალხის დაცვისაკენ მოწოდებას, 2000-მდე კაცის მობილიზებას, რომ დაცვა „გაამაგრონ“ და, ჩანაწერის მიხედვით, სააკაშვილი სავარაუდოდ სასამართლოს გადაწყვეტილების აღმსრულებლებზე ამბობს, რომ ერთი კვირის შემდეგ მათ უკვე ძალიან გაუჭირდებათ „რუსთავი 2"-ში შესვლა. ის გვარამიას ურჩევს ასევე, იშოვონ „ბოევიკები“, რომლებიც დაიცავენ ტელეკომპანიას. ამავე ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა, მისი ცნობით, სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას საუბრის ჩანაწერიც. ისიც ეხება „რუსთავი 2"-ის დაცვისაკენ მოწოდებას, რომლითაც სააკაშვილი გამოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG