Accessibility links

logo-print

საბანკო ზედამხედველობის „რეფორმას“ პრეზიდენტის ვეტო ემუქრება


გიორგი აბაშიშვილი

გიორგი აბაშიშვილი

ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. კითხვით, რატომ არ იზიარებს პრეზიდენტი მმართველი პოლიტიკური ძალის საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებულ „რეფორმას“, კახა მჭედლიძემ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილს მიმართა.

საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან გამოყოფის კანონპროექტს, საქართველოს ბანკების, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც კი გამოეხმაურნენ. ცვლილებების პროექტის მიმართ მათი კრიტიკის გარდა, ირკვევა, რომ „რეფორმის“ ფორსირებული პროცესი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ლაპარაკობს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG