Accessibility links

logo-print

საბერძნეთი უარს ამბობს ევროზონისგან დახმარების სახით ვალის აღებაზე


ალექსის ციპრასი

ალექსის ციპრასი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღარ აპირებს ვალის აღება განაგრძოს ევროპის ზონისგან. ციპრასს თავისი გეგმა აქვს. 8 თებერვალსის თავისი ქვეყნის პარლამენტში გამოვიდა და განაცხადა, რომ მის ქვეყანას აღარ სურს დახმარების მიღების გაგრძელება28 თებერვლის შემდეგ, როცა ვადა გაუდის დახმარების პროგრამას. იქვე ციპრასმა იმედი და რწმენა გამოთქვა, რომ ევროპელ პარტნიორებთან შესაძლებელი იქნება გაფორმდეს ეგრეთ წოდებული „ხიდი“ - შეთანხმება, რომელიც თავიდან ააცილებს ათენს დეფოლტს. „ხიდის“ პროგრამა საბერძნეთს მოაგებინებს დროს ივნისამდე, რომ შეათანხმოს 240 მილიარდი ევროს ვალის გადახდა.

ციპრასის განცხადებამდე, 6 თებერვალს, ევროზონის ქვეყნების ხელმძღვანელმა, ევროზონის ფინანსთა მინისტრმა იერან დეიზელბლუმმა თქვა, რომ საბერძნეთმა განაცხადი უნდა შეიტანოს დახმარებისთვის ვალის ასაღებად, თუ სურს, რომ ევროზონამ მას კვლავაც გაუწიოს თანადგომა. მსგავს შეთანხმებებს ჩვენ არ ვაფორმებთო, თქვა ფინანსთა სფეროს გამგებელმა.

ციპრასმა, რომლის რადიკალურმა მემარცხენე პარტიამ, „სირიზამ“, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თქვა, რომ საბერძნეთის მთავრობა შეასრულებს ყველა წინასაარჩევნო დაპირებას „სესხით მიყენებული ღრმა ჭრილობების მოსაშუშებლად, ჰუმანიტარული კრიზისის გადასალახად“. დაპირებებს შორის იყო უფასო საკვებითა და ელექტროენერგიით იმ მოქალაქეთა უზრუნველყოფა, ვისზეც ყველაზე მეტად იმოქმედა ეკონომიკურმა კრიზისმა, და 2016 წლისთვის მინიმალური ხელფასის 751 ევრომდე გაზრდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი გერმანიაში, ნაუენში პრესკონფერენციაზე ასე გამოეხმაურა საბერძნეთის მოთხოვნას:

„საბერძნეთს არ უნდა ეგონოს,რომ მთელ ევროპაში ისე შეიცვალა განწყობა, რომ მთელი ევროზონა საბერძნეთის პრემიერის, ციპრასის, გეგმას მიიღებს ან შეუძლია მიიღოს. ამის შესახებ ვიმსჯელებთ მომავალ ოთხშაბათს. მოველი, რომ ევროპის კავშირის შეხვედრაზე, ხუთშაბათს, ასევე გვექნება შესაძლებლობა ბატონ ციპრასს ვესაუბროთ ამ თემაზე“.

ევროკავშირის ლიდერებმა 9 თებერვალს საბერძნეთის მთავრობას მოუწოდეს, მოთოკოს ამბიციები ფინანსური ზეწოლის ვითარებაში, რათა ეს ზეწოლა შემცირდეს.

8 თებერვალს, პარლამენტის ამ შეხვედრაზე, ციპრასმა განაცხადა, რომ საბერძნეთს აქვს „მორალური ვალდებულება“ გერმანიისგან მოითხოვოს კომპენსაცია მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამო. მისი პარტია „სირიზა“ თვლის, რომ გერმანიას საბერძნეთისა მართებს 162 მილიარდი ევრო. ეს ამ ქვეყნის ვალის ნახევარია და ქვეყნის ეკონომიკური შემოსავლის 174 პროცენტი.

გერმანია არ აპირებს საბერძნეთს რეპარაცია გადაუხადოს ომის დამთავრებიდან 70 წლის შემდეგ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG