Accessibility links

logo-print

საბერძნეთის მთავრობას პირველად უხელმძღვანელებს ქალი


ვასილიკი თანუ-ქრისტოფილუ

ვასილიკი თანუ-ქრისტოფილუ

საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოფის პავლოპულოსმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვასილიკი თანუ-ქრისტოფილუ, რომელსაც დროებითი მთავრობის ფორმირება დაევალა. ქვეყნის პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა 20 აგვისტოს დატოვა პოსტი ყველა მინისტრთან ერთად. ამ ნაბიჯით ციპრასს სურდა ვადამდელი არჩევნების პროცესის დაჩქარება, რაც, სავარაუდოდ, 20 სექტემბერს ჩატარდება. ვასილიკი თანუ-ქრისტოფილუ პირველი ქალი იქნება, რომელიც საბერძნეთის მთავრობას უხელმძღვანელებს. მოელიან, რომ დროებითი მთავრობის თავმჯდომარე დღის ბოლოს დადებს ფიცს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG