Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავის საგნად რჩება სოფელ მოხეში მდებარე მუნიციპალური შენობა


სადავო შენობა მოხეში
სადავო შენობა მოხეში

მუსლიმებისა და ქრისტიანების დავის საგნად რჩება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე მუნიციპალური შენობა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შენობა ადრე მეჩეთი იყო და მის დაბრუნებას ითხოვენ. თავის მხრივ, მოხეში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ შენობა ძველი ქრისტიანული ტაძრის ქვებითაა აშენებული და იქ მუსლიმთა სალოცავის გახსნას ეწინააღმდეგებიან. სადავო შენობის გამო, 2014 წელს სოფელ მოხეში ორივე თემის საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა. პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა სპეციალური კომისია, თუმცა, კონკრეტულ შეთანხმებას მხარეებმა ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სხდომის მოწვევას მომავალ კვირაშიც გეგმავს. ამ თემაზე „რადიო თავისუფლების“ ახალციხელი კორესპონდენტი, მაია იველაშვილი გიამბობთ.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG