Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადაზღვევო სექტორის სტატისტიკა


ავტორი: ირინა გურული

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური 2014 წლის სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს აქვეყნებს. გასული წლებისგან განსხვავებით, სადაზღვევო კომპანიებმა 2014 წელი მოგებით დაასრულეს.

2013 წლის 28 თებერვლიდან საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც მანამდე არსებული სადაზღვევო პროგრამების მიღმა დარჩენილმა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს და კერძო სადაზღვევო კომპანიები მასში ჩართულნი არ არიან.2007 და 2012 წლებში დაწყებული სადაზღვევო პროგრამებს (დაახლოებით, 2.1 მილიონი ადამიანი) კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ, 2014 წლის სექტემბრისთვის კი კერძო კომპანიები მთლიანად გამოეთიშნენ სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესს. მოვლენების ამგვარმა განვითარებამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სადაზღვევო კომპანიებს, რისი ნათელი დადასტურებაც არის სტატისტიკური მონაცემები, რომელთა თანახმადაც2013 წელს კერძო სადაზღვევო კომპანიებმა საქმიანობა 3,3-მილიონიანი ზარალით დაასრულეს. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების განხორციელებაში 224,962,576 ლარის პრემია მოიზიდეს, ხოლო, 2014 წლის სამი კვარტალის მონაცემებით - 4,407,448 ლარის პრემია.

2012 წელს კერძო კომპანიების მიერ სამედიცინო დაზღვევაზე მოზიდული პრემიების რაოდენობამ 380,333,584 ლარი შეადგინა, 2013 წელს - 341,377,599 ლარი, 2014 წლის სამი კვარტალის მონაცემებით კი - 110,849,481 ლარი. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამედიცინო დაზღვევას, ყველა სხვა სახეობის დაზღვევასთან შედარებით, დიდი ხვედრითი წილი ჰქონდა ბაზრის სტრუქტურაში. მაგალითად, 2012 წელს სამედიცინო დაზღვევამ ბაზრის სტრუქტურის 73.78 % შეადგინა, 2013 წელს - 72.47 %, ხოლო 2014 წლის სამი კვარტალის მონაცემებით - 49,08 %.

2014 წელს ქართულ სადაზღვევო ბაზარს ორი ახალი წევრი შეემატა: „კოპენბური“ და „იმედი L“. ამავე წელს ფინანსური პრობლემების გამო ბაზარი დატოვა „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“. 2014 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, სულ ქართულ ბაზარზე 16 კომპანია ფუნქციონირებს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ სადაზღვევო კომპანიებზე თავდაპირველად უარყოფითად იმოქმედა, რადგან შემცირდა როგორც მოზიდული პრემიების რაოდენობა, ასევე მოგება (არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ მთლიანად ყველა კატეგორიის დაზღვევაში). მაგალითად, 2012 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, კომპანიების საერთო წმინდა მოგება შეადგენდა 6,056 მლნ. ლარს, 2013 წლის იმავე პერიოდში კი - 961 ათას ლარს. მაგრამ 2014 წელს კომპანიების მოგებამ 40.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბაზარზე კონკურეციის ზრდამ და ახალი სერვისების შეთავაზებამ -ჯგუფურმა დაზღვევამ, სტომატოლოგიურმა დაზღვევამ, ასევე გაზრდილმა ავტომობილებისა და ტვირთის დაზღვევამ - განაპირობა. ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი რაოდენობის წმინდა მოგება მხოლოდ 2010 წელს დაფიქსირდა - 35 მლნ. ლარი.

მოზიდული პრემიების მაჩვენებლით, გასულ წელს სადაზღვევო ბაზრის ლიდერი „ჯიპიაი ჰოლდინგია“, რომელმაც 79 384 260 ლარის მიზიდვა შეძლო. მას მოსდევს „ძველი ალდაგი“, 56 688 445 ლარის მაჩვენებლით, და „ახალი ალდაგი“, 36 839 619 ლარის მოზიდული პრემიით. მეოთხეა „ირაო“, 28 115 988 ლარის პრემიით, მეხუთე კი -„არდი“, 23 282 166 ლარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG