კანის ფერის, სქესის, რელიგიის და სხვა ნიშნით დისკრიმინაცია კონსტიტუციით არის აკრძალული. თუმცა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა მშობლის პოსტი, რომელიც სკოლაში გამოხატული იმ დისკრიმინაციის თაობაზე წერდა, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა მისი შვილი კანის ფერის გამო. განათლების მინისტრის ცნობით, სკოლაში მომხდარს მონიტორინგის სამსახური სწავლობს და შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდეგ „უმკაცრესი“ ზომები გატარდება. რა კეთდება იმისთვის, რომ სკოლებში მაინც არ არსებობდეს ამგვარი გარემო და რამდენად მაღალია სკოლაში დასაქმებული პერსონალის ცნობიერება და ხომ არ ხდება დისკრიმინაციის წახალისება მათივე მხრიდან? ამ თემებზე სასაუბროდ სადისკუსიო მაგიდასთან მოვიწვიეთ ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და მარინა უშვერიძე ამერიკული ორგანიზაცია PH Intrenational-ის პროგრამა „მომავალი თაობის“ დირექტორი.
დაწერეთ კომენტარი