Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროდიუსერ კახა მამულაშვილის საკითხზე სასამართლო იმსჯელებს


მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18 ივლისს დააკავეს. მთავარმა პროკურატურამ კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლოს დღეს მიმართა. სასამართლოს სხდომა 20 ივლისს ჩაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები. კახა მამულაშვილს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG