Accessibility links

logo-print
საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლასა და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვეტოს გამოყენებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პარლამენტმა უგულებელყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ეზღუდება უფლება მოითხოვოს ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ან უარი თქვას მასზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ვეტოს უფლება მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის იგნორირების გამო გამოიყენა, რომლის მიხედვითაც არამართებული იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება. შესაბამისად, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის თქმით, კანონპროექტის ამოქმედებით შეიქმნება ცუდი პრეცედენტი:

„საბჭოს ყველა წევრის ვადამდელი გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ახალ მთავრობასა თუ ახალ პარლამენტს, რომელიც მხარს არ უჭერს საბჭოს შემადგენლობასა და წევრებს, შეეძლება მისი ვადამდელი დათხოვნა და ახალი საბჭოთი ჩანაცვლება. ამგვარი ცვლილება საშუალებას იძლევა, რომ მიმდინარე საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოზე განხორციელდეს ზემოქმედება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტით, უფლებამოსილება ვადამდე უწყდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13-ს. შესაბამისად, ამ პრინციპულ საკითხში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულიად უგულებელყოფილია“.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის უფლებაც არის და მოვალეობაც (ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობის), გამოყენებული იყოს ყველა შესაძლო და კანონიერი ბერკეტი, რათა სადამდეც შეგვიძლია, გავაგრძელოთ საუბარი ამ პრობლემურ საკითხებზე...

პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს საპარლამენტო უმცირესობა, რომლის აქტიური წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, კანონპროექტის სახეცვლილი ვარიანტი, რომელიც პარლამენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიეწოდება, სრულად ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, დავით დარჩიაშვილის თქმით კი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება გამართლებული არ იქნება:

„საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის უფლებაც არის და მოვალეობაც (ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობის), გამოყენებული იყოს ყველა შესაძლო და კანონიერი ბერკეტი, რათა სადამდეც შეგვიძლია, გავაგრძელოთ საუბარი ამ პრობლემურ საკითხებზე“.

პასუხად საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სასაუბრო და განსახილველი არც არაფერია, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ის ყურადღებით გაეცნობა პრეზიდენტის შენიშვნებს.
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი


„კენჭი უნდა ეყაროს ჯერ პრეზიდენტის შემოთავაზებულ ახალ ვერსიას, შემდგომ კი - ძველ ვერსიას. ვეჭვობ, რომ მან რაიმე საყურადღებო შემოგვთავაზოს, ანუ ისეთი, რასაც ჩვენ გავიზიარებთ. ასე რომ, მოსალოდნელია ამ საკითხზე პარლამენტის მიერ კენჭისყრა და მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი წარმატებით დაძლევს ამ ვეტოს, იმიტომ რომ ჩვენ მიერ მიღებული კანონები არის ქვეყნისთვის სასარგებლო, სასამართლოსთვის სასარგებლო და ამაზე პირდაპირ და მკაფიოდ მიუთითებს ყველა, მათ შორის, ვენეციის კომისიაც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პოზიცია საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვილებებთან დაკავშირებით გაახმიანა კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ, რომელსაც 23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში შეხვდა:

„ჩვენ პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკანონმდებლო ინიციატივები, მომავალი საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო კანონი და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. მე მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჯანი ბუკიკიო

ჯანი ბუკიკიო

რომ იგი მზადაა ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდეს. რაც შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმას, ეს იყო კარგი ინიციატივა და ვენეციის კომისია მიესალმა ამ ინიციატივას, რათა გამოსწორდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და ეფექტურობა. ჩანს, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“.

ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტის კვოტით ასარჩევად კანდიდატებს დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა დასჭირდება. პარლამენტი ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს წევრს აირჩევს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერი იურისტებისგან, ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან შეირჩევა. ამასთან, მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს, ხოლო კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია. სიახლეა ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი,
იუსტიციის საბჭო არის ორგანო, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს, მოსამართლეებს ათავისუფლებს, იღებს დისციპლინურ გადაწყვეტილებას, ანუ მთავარი რგოლია სასამართლო სისტემაში და ამიტომაც არის ის სააკაშვილისთვის მთავარი და მტკივნეული საკითხი...
რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე-ებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი ადგილია გათვალისწინებული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით პრეზიდენტ სააკაშვილს ხელიდან ეცლება სასამართლო ხელისუფლების მართვის ბერკეტები.

„იუსტიციის საბჭო არის მთავარი ორგანო, ამიტომაც ცვლილებები ამ მიმართულებით განხორციელდა. იუსტიციის საბჭო არის ორგანო, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს, მოსამართლეებს ათავისუფლებს, იღებს დისციპლინურ გადაწყვეტილებას, ანუ მთავარი რგოლია სასამართლო სისტემაში და ამიტომაც არის ის სააკაშვილისთვის მთავარი და მტკივნეული საკითხი“, - უთხრა ეკა ბესელიამ რადიო თავისუფლებას.

პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს სიითი შემადგენლობის 3/5-ის, ანუ 89 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ოფიციალურად 83 დეპუტატით არის წარმოდგენილი, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო ერთხელ უკვე დაძლია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, ამის გაკეთება საკანონმდებლო ორგანოს არც ამჯერად გაუჭირდება. შესაბამისად, პარლამენტს არ გაუჭირდება პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს დაძლევა, რომელიც შეეხება ბრალდებულის უფლების შეზღუდვას თავად აირჩიოს, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განხილული იქნეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ თუ მის გარეშე. პარლამენტის მიერ მოწონებული პროექტით, ბრალდებულის ნაცვლად, ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა იღებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG