Accessibility links

ორიოდე დღეც და „ძველ კონტინენტს“ ახალი საფეხბურთო ჩემპიონი ეყოლება. კვირას, საღამოს, პარიზის „სენ დენის“ სტადიონზე, ევროპის პირველობის ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საფრანგეთისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდები.

თუ ფინალში ჩემპიონატის მასპინძელთა გასვლა მოულოდნელი არ ყოფილა, ცოტა ვინმე თუ იწინასწარმეტყველებდა, რომ ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში პორტუგალიელი ფეხბურთელებიც ჩაებმებოდნენ - მიუხედავად იმისა, რომ სწორედ პორტუგალიის ნაკრების ღირსებას იცავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. ამ შესავლის შემდეგ ზედმეტია იმის თქმა, რომ „მეათე სტუდიის“ შემდეგი სიუჟეტის თემა ფეხბურთია. დავით კაკაბაძე ტელეფონით ესაუბრება ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებულ ჩვენს სპეციალურ კორესპონდენტს დავით ქლიბაძეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG