Accessibility links

logo-print

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში


ნოდარ ხადური სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

ნოდარ ხადური სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე

საქართველოს მთავრობამ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგაც საქმიანობის გარკვეული სფერო დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება, ჩამოიწერება ასევე ხანდაზმული დავალიანებები, ზოგიერთი კი გადავადდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომლის უწყებაც გამოვიდა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით, ამბობს, რომ ცვლილებების ნაწილი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ განაპირობა, კერძოდ კი, ამ ხელშეკრულებით გახსნილი საექსპორტო ბაზრის ათვისების სურვილმა. სწორედ ამიტომ გადაწყდა სტიმული მიეცეს ექსპორტზე ორიენტირებულ გადამამუშავებელ მრეწველობას.

XS
SM
MD
LG