Accessibility links

logo-print

პრემია, როგორც „უფროსის“ მოწყალება


„ახალგაზრა იურისტთა ასოციაციის“ კვლევის წარდგენა

„ახალგაზრა იურისტთა ასოციაციის“ კვლევის წარდგენა

საჯარო სამსახურში მყოფი მოხელეების შრომის ანაზღაურების მნიშვნელოვან ნაწილს პრემია წარმოადგენს, თუმცა „ახალგაზრა იურისტთა ასოციაციის“ კვლევის მიხედვით, არ არსებობს კანონით დადგენილი კრიტერიუმი, რომლითაც განისაზღვრებოდა პრემიის მოცულობა, სიხშირე და გაცემის აუცილებლობა. პრემირების ამგვარი სისტემა უსამართლობისა და კორუფციის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, რის გამოც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საჭიროდ მიიჩნევს ის დაუყოვნებლივ შეიცვალოს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სწორედ პრემია წარმოადგენს საჯარო მოხელის შრომითი გასამრჯელოს ისეთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც, ძირითადად, სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე გაიცემა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ არ არსებობს ნორმატიული აქტი - კანონი, მინისტრის ბრძანება ან მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო სამსახურში პრემიების გაცემას დაარეგულირებდა. რადიო თავისუფლების შეკითხვას, რა ლოგიკით გაიცემოდა პრემიები, კახა კოჟორიძე უპასუხებს:

„შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკა არ არსებობდა. სამსახურის ხელმძღვანელები წყვეტდნენ ამ საკითხს ინდივიდუალურ რეჟიმში და მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული კოდექსი ზოგადად ნებისმიერი აქტის დასაბუთებას ითხოვს, საერთოდ დასაბუთებული არ იყო, სამსახურის კახა კოჟორიძე

კახა კოჟორიძე

უფროსი კონკრეტულ თანამდებობის პირს, თავის ხელქვეითს რატომ აძლევდა პრემიას. ამას სჭირდება დასაბუთება, რომ ეს თანამშრომელი გამოირჩეოდა სხვებისგან ნაყოფიერი და შედეგიანი მუშაობით, მაგრამ ასეთი მიდგომა არ არსებობდა“.

არ არსებობდა და არც ამჟამად არსებობს - ასე მიაჩნიათ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. ჩატარებული კვლევის ავტორის, გიორგი ნარმანიას თქმით, არსებით ცვლილებად ვერ ჩაითვლება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მინისტრები, პრემიების სანაცვლოდ, გაზრდილ ყოველთვიურ დანამატს - 4335 ლარს - იღებენ:

„ზოგადად ამის მოტივაცია არ იკვეთება - რატომ უნდა მიიღონ დანამატი? თუ პრემიერ-მინისტრს მიაჩნდა, რომ მინისტრების თანამდებობრივი სარგო დაბალი იყო, მას შეეძლო ინიცირება მოეხდინა საკანონმდებლო ცვლილებისა და გაზრდილიყო თანამდებობრივი სარგო და არა დანამატი, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა გაიცეს ზეგანაკვეთური ან საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულების შემთხვევაში. ჩვენ ხომ არ ვიცით ეს მინისტრები შეასრულებენ თუ არა ზეგანაკვეთურ სამუშაოს ან ექნებათ თუ არა საპასუხისმგებლო ფუნქციები“.

ცნობისათვის: საჯარო მოხელის ხელფასი სამი კომპონენტისგან - თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და სახელფასო დანამატისაგან - შედგება. შესაბამისად, გიორგი ნარმანია მიიჩნევს, რომ უფრო სწორი რეგულირება იქნებოდა, თუკი პრემიას ჩაენაცვლებოდა არა დანამატი, არამედ თანამდებობრივი სარგოს ზრდა, თუმცა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“
მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან სუბიექტური კრიტერიუმების გამოყენება. ისინი უნდა დაეყრდნონ ობიექტურ კომპონენტებს და ისე გასცენ პრემია. ეს არის საერთაშორისო გამოცდილება და გვინდა ამ გამოცდილების გადმოტანა ქართულ რეალობაში...
კვლევის მიხედვით, გაცილებით ცუდი მდგომარეობაა სხვა სტრუქტურებში, სადაც პრემიები, როგორც წესი, სათანადო დასაბუთების გარეშე გაიცემა, პრემიების მოცულობა კი მართლაც შთამბეჭდავია. კერძოდ:

„თავდაცვის უწყებამ ოქტომბრიდან თებერვლის პერიოდში 5 მილიონ 600 ათასი ლარის პრემია გასცა, ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრიდან მარტის განმავლობაში - 1, 5 მილიონი ლარი, საქართველოს პარლამენტმა ოქტომბრიდან დეკემბრის პერიოდში - 3 მილიონი ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ოქტომბერ-მარტში) – 980 ათასი ლარი, მთავრობის კანცელარიამ (ოქტომბერ-თებერვალში) – 1 მილიონი ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე პერიოდში - 1 მილიონი ლარი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი (ოქტომბერ-მარტში) - 1 მილიონ 100 ათასი ლარი და ასე შემდეგ“.

თუმცა, კვლევის შედეგების პასუხად, სახელმწიფო უწყებების ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კარგად აცნობიერებენ პრემირების სისტემის ნაკლოვანებებს და მათ აღმოსაფხვრელად სათანადო ზომებსაც იღებენ. თამარ ჯინჭველაძის - იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის - თქმით, სამინისტროში უკვე განხორციელდა მიზნებზე ორიენტირებული მართვის საპილოტე პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ყოველკვარტალურად ხდებოდა თანამშრომელთა შეფასება და მის საფუძველზე საპრემიო თანხის განსაზღვრა. წლის დასაწყისში განისაზღვრებოდა მიზანი, რომელიც, თავის მხრივ, განისაზღვრებოდა დეპარტამენტისა და სამინისტროს სტრატეგიული მიზნებით:

„შემდეგ, კვარტალის დასაწყისშივე, განისაზღვრებოდა თითოეული მიზნის წონა ჯამური წლიური წონიდან და მისი ღირებულება, გამომდინარე სირთულიდან, მნიშვნელობიდან და ა.შ. ხოლო კვარტალის ბოლოს თანამშრომელი აფასებდა შესრულებულ მიზანს და ადგენდა იმას, თუ რამდენი პროცენტით განხორციელდა ეს მიზანი. უშუალო ხელმძღვანელი კი აფასებდა ამ შესრულებული ამოცანის ხარისხს, რომელიც გამოისახებოდა კონკრეტული ქულით, რომლის დაჯამებით წონასთან მიმართებაში გამოისახებოდა საბოლოო საპრემიო პროცენტი“.
უნდა ჩამოყალიბდეს სამართლებრივი აქტი. შესაძლოა, საკანონმდებლო დონეზე, რომლის საფუძველზეც მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, სადაც გაიწერება ის, თუ როგორ უნდა გაიცეს პრემია - რამდენჯერ, რა ოდენობით...

თუმცა, თამარ ჯინჭველაძის თქმით, იმის გამო, რომ მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა, აღნიშნული პროგრამა არ იქნა გამაგრებული სამართლებრივი აქტით. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და მისი წარმომადგენელი გიორგი ნარმანია კი სახელმწიფო უწყებებს სწორედ ამ მიმართულებით ურჩევენ ნაბიჯების გადადგმას.

„უნდა ჩამოყალიბდეს სამართლებრივი აქტი. შესაძლოა, საკანონმდებლო დონეზე, რომლის საფუძველზეც მინისტრი გამოსცემს ბრძანებას, სადაც გაიწერება ის, თუ როგორ უნდა გაიცეს პრემია - რამდენჯერ, რა ოდენობით... როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლის შეფასება, ანუ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან სუბიექტური კრიტერიუმების გამოყენება. ისინი უნდა დაეყრდნონ ობიექტურ კომპონენტებს და ისე გასცენ პრემია. ეს არის საერთაშორისო გამოცდილება და გვინდა ამ გამოცდილების გადმოტანა ქართულ რეალობაში“, – უთხრა გიორგი ნარმანიამ რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG