Accessibility links

logo-print

აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებას ოპოზიცია მსხვილი საინვესტიციო პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებს. ძირითადად, საუბარია ბათუმში რამდენიმე სასტუმროს მშენებლობაზე, რაც ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. თავად აჭარის მთავრობა ბრალდებას უარყოფს. ვითარების გასარკვევად ეკონომიკის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ.“ როგორც გაირკვა, ბრალდების საფუძვლად ქცეული ზოგიერთი პროექტი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობისას უნდა დასრულებულიყო. როგორი პირობებითაა გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებები და რას ურჩევენ მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები?

XS
SM
MD
LG