Accessibility links

logo-print

მარიანა ოკლეი: პრაღაში გამოჩნდა, საით მიდის თეატრის მხატვრობა


მარიანა ოკლეი

მარიანა ოკლეი

პრაღაში დასასრულს უახლოვდება კვადრიენალე - მთელ მსოფლიოში სცენოგრაფებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელზეც ამჯერად სარეკორდო რაოდენობის ქვეყნები არიან წარმოდგენილი, 78 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. რადიო თავისუფლების სტუდიაში უკვე არაერთხელ ვესაუბრეთ საქართველოს დელეგაციის წევრებს, წარმოგიდგინეთ როგორც ეროვნული, ისე სტუდენტური პავილიონების კურატორები, მხატვრები. კვადრიენალე 28 ივნისს დაიხურება, თუმცა უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. საუკეთესო ექსპოზიციისათვის განკუთვნილი პრემია, "ოქროს ტრიგა", ერგო ესტონეთის პროექტს. დასახელდნენ გამარჯვებულები კიდევ 20-მდე კატეგორიაში. ქართველი ხელოვანები ამჯერად პრემიების გარეშე დარჩნენ - განსხვავებით 1979 წლისაგან, როცა კვადრიენალეს ოქროს მედალი ერგო მახტვარ თემურ ნინუას. მაშ, რამდენად ღირებული, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს წარმომადგენლებისათვის პრაღის კვადრიენალეში მონაწილეობა? ამის გასარკვევად "მეათე სტუდიაში" მოვიწვიეთ და შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ ქართული გამოფენის კატალოგის ავტორს, ხელოვნებათმცოდნე მარიანა ოკლეის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG