Accessibility links

logo-print

რას მოასწავებს საქართველოსთვის ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება


ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მიღწევიდან სულ რამდენიმე დღეში თეირანს ეწვია გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-კანცლერი ზიგმარ გაბრიელი ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე მოსალაპარაკებლად. როგორც ცნობილია, შეთანხმება ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ამ ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მართალია, შეთანხმება ჯერ არ დაუმტკიცებიათ და ის, შესაბამისად, არ ამოქმედებულა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში - მათ შორის, ევროკავშირში ეკონომიკურად წამყვან გერმანიაშიც - დაიწყეს მზადება ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ირანთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად. რას მოასწავებს საქართველოსათვის ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება? რა გავლენას მოახდენს თეირანისათვის სანქციების შემსუბუქება საქართველოზე, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით? - ამ შეკითხვებით მივმართე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, ისტორიკოს გიორგი სანიკიძეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG