Accessibility links

logo-print

საქართველო რეგიონის ლიდერია კორუფციის აღქმის ინდექსით


საქართველო მსოფლიოს 168 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზეა კორუფციის აღქმის ინდექსით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა. 100 შესაძლებელი ქულიდან საქართველოს 52 ერგო. ორგანიზაციის განმარტებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოში კორუფციის აღქმის დონე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი, ან უკუსვლა არ მომხდარა. ჩვენს რადიოსთან საუბარში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეგიონულმა კოორდინატორმა, სვეტლანა სავიცკაიამ საქართველოს შეასხებ განაცხადა: „საქართველო, როგორც ყოველთვის, ლიდერია - მას საუკეთესო მაჩვენებლები აქვს მთელს რეგიონში. აზერბაიჯანში ვითარება არ გაუმჯობესებულა. არანაირი წინასვლა არ არის მაჩვენებლების მხრივ. და სომხეთი ორი პუნქტით გაუარესდა. ასე რომ, აშკარად სტაგნაციაა“, - უთხრა ჩვენს რადიოს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG